ინციდენტი ქაშუეთში გიორგობის დღეს: მამაოს პასუხი მრევლს, რომელიც მას მათხოვრების დამცირებაში ადანაშაულებს

ინციდენტი ქაშუეთში გიორგობის დღეს: მამაოს პასუხი მრევლს, რომელიც მას მათხოვრების დამცირებაში ადანაშაულებს

ინტერნეტ-მომხმარებელმა კობა ბახტურიძემ "ფეისბუქის" მეშვეობით, გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქაშუეთის ტაძრის მოძღვარმა მამა ალექსი ადამაშვილმა ტაძართან მყოფ მათხოვრებს შეურაცხყოფა მიაყენა. ბახტურიძის თქმით, მამა ალექსიმ მათხოვრებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.

Facebook/ კობა ბახტურიძე:

"გუშინ ქაშვეთის ტაძარში ვიყავი, მეგობრის ბავშვი მოვნათლე.

რომ შევდიოდი, უცებ წიოკი ატყდა. გავიხედე, ეზოს შესასლელთან ვერცხლისფერი ჰონდა იყო მომდგარი, კარიბჭესთან რომ მათხოვრები სხედან, იმათზე მიეგდო მანქანა და ჩამოწეული ფანჯრიდან ღრიალებდა, მათხოვრებს დაყვიროდა. უნებურად შემოვბრუნდი და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი კარიბჭისკენ - ცნობის წადილის ამბავი ხომ იცით... თან ბრაზი მომერია, ამ უქომაგო ხალხის მეტი დასაჩაგრი ვერავინ ნახა მეთქი..... მძღოლმა მანქანა ზედ ხალხზე რომ მიუშვა და მათხოვრები წამოიშალნენ, გავცეცხლდი, ბრაზი მომერია, ახლოს მივიწიე გამოსაქომაგებლად. ამ დროს გაიღო მანქანის კარი, და გადმოვიდა ახალგაზრდა მამაკაცი ხმამაღალი ყვირილით (ტექსტს გთავაზობთ ორიგინალთან ძალიან ახლოს):

მაინც და მაინც ფეხი უნდა მოგტეხოთ, თქვე შობელძაღლებო, რომ გამატაროთ? რომ დამსხდარხართ აქ, თქვე ვირიშვილებო, ერთხელ ნაქვამი არ გესმით, ზედ უნდა გადაგიაროთ კაცმა და მერე ისწავლით ჭკუას, თქვე დებილებო......

სისხლი გამეყინა ძარღვებში, ამ კაცს ანაფორა ეცვა. კარიბჭესთანვე დავრჩი სახტად.

მიყარ-მოყარა ხალხი აქეთ-იქით, ჩაჯდა მანქანაში და მკვეთრი მოძრაობით შემოვიდა კარიბჭეში. რომ გამისწორდა, ვეღარ მოვითმინე, მამაო, გააჩერე მეთქი, ვუთხარი. გააჩერა და გაკვირვებულმა შემომხედა - ეს ვიღას დაკარგვიაო.

არა გრცხვენია, მამო მეთქი, ვკითხე.

არა, არა მრცხვენიაო.

როგორ არა გრცხვენია მეთქი, ჩავეკითხე.

რისი უნდა მრცხვენოდეს და შენ ვინა ხარ, საერთოდ და რა გინდაო.

რა მინდა და გამხილებ, მამაო მეთქი, ვუთხარი.

არაფერი მაქვს მე შენი სამხილებელიო, მითხრა.

იფიქრე, მაგაზე, მამაო, მეთქი.

ხელი ამიქნია, რაღაც არც თუ ძალიან სახარბიელო მომაძახა, მკვეთრად დაძრა მანქანა, ექვე ახლოს მიაყენა და გადმოვიდა.

ანაფორსათან ერთად ზრდილობა არ გაწყენდა მეთქი ვუთხარი და ტაძარში შევედი, ნათლობა იწყებოდა.

ზურს უკან მათხოვრების მოძახილები მესმოდა - ზოგი მლოცავდა, ზოგიც წყრებოდა - ეს რა არის, სხვა დროს უარესებს შვრებაო...

5-10 წუთში შემოვიდა ახალგაზრდა მღვდელი ტაძარში და პირდაპირ ჩემსკენ გამოეშურა. რომ მომიახლოვდა, მკლავში ხელი წამავლო და უხეში, აგრესიული ტონით მკითხა - აბა ერთი რა გინდოდა, რას მამხილებდიო.

ტაძარში გასარჩევი არ არის, მამაო მეთქი.

მაშინ გვერდზე გავიდეთო, თან მკლავზე მომქაჩა.

ხომ ხედავ, მამაო, არ მცალია მეთქი, თან დაწყებულ რიტუალზე ვანიშნე.

აბა რა გინდა, რას მამხილებო, გამიმეორა.

მრისხანებაში გამხილე მეთქი, ვუთხარი. მეტის თქმაც მინდოდა, რომ არა გარემოებები.

რა მრისხანებაო, აღშფოთდა.

დებილები არ ეძახე ხალხს მეთქი, ვკითხე. ვირიშვილი, შობელძაღლი და გადაგივლი აღარ შემიხსენებია. მიამიტად მეგონა, ეგეც ეყოფოდა.

დებილები არიან და აბა რა უნდა დავუძახოო, მომიგო.

ჩემს გვერდით ძმაკაცის ბიძა იდგა. ვეღარ მოითმინა და შენიშვნა მისცა - მამაო, როგორ იქცევიო.

გამოდი გარეთ და გაჩვენებ, როგორც ვიქცევიო, ახლა იმას შეუღრინა. ჩემები ირგვლივ შემოიკრიბნენ.

აღარ ავყევით, მარა ხელები კი გვექავებოდა.

გავიდა, გზადაგზა ილანძღებოდა, ჩვენებს ჩაუარა და გვითხრეს.

ნათლობა რომ დამთავრდა გამოვედი და მანქანას დავაკვირდი - AL-EX სერია ჰქონდა. მამა ალექსიაო, მერე მითხრეს.

ტაძრიდან გამოსულივე შემამჩნიეს კარიბჭესთან მსხდომებმა, წამოიშალნენ, მლოცავდნენ, შენს მეტი არავინ გამოგვსარჩლებიაო, მითხრეს.

ერთმა ლამაზად შეფუთული ნივთი გადმომცა - ეს ხატია, შვილო, ჩვენგან გქონდეს, შვილო, მართალი გზით გევლოსო. ფული შეეგროვებინათ და საჩუქრად ეყიდათ.

გული დამეწვა.

მოვიჩხრიკე და რაც მქონდა ჯიბეში ფული, მივეცი - უსასყიდლოდ არ მინდა მეთქი.

წამოვედი, ზურგ უკნ მესმოდა, როგორ მლოცავდნენ და სევდასთან ერთად ბოღმა მახრჩობდა, ამ ხალხს მათივე დამცველისგან დაცვა რომ სჭირებოდათ, მათთვის ერთი უბრალო სიტყვის შეწევნა კი ასეთ იშვიათობად იყო გამხდარი.

მანქანაში ხატს შეფუთვა შევხსენი - წმინდა გიორგის ხატია ამაზე ძვირფას საჩუქარს საგიორგობოდ ვერც ვინატრებდი.

დღეს დედა ჩემს სახელზე აკურთხებს.

გილოცავთ გიორგობას!!!", - დაწერა კობა ბახტურიძემ.

აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ Ambebi.ge თავად მამა ალექსის დაუკავშირდა.

- მამა ალექსი, რა მოხდა გუშინწინ ტაძრის შემოსასვლელში, მართლია, რომ თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ მათხოვრებს?

- მოხდა ერთი რამე, მე თვითონ არ შევდიოდი ტაძარში. დიაკონი შედიოდა, ფეხზე ლამის გადაუარა მათხოვარს. დავუძახე ფეხი, ფეხი, რომ მოგტყდეს შარში თავს გააყოფინებ ადამიანს-მეთქი. ეს იყო და ეს. ამის შემდეგ ჩვეულებრივად შევედით ტაძარში. როცა გინდათ მობრძანდით და ნახავთ, მათხოვრებს როგორი პატივისცემა აქვთ. როცა მოძღვრები ტაძარში შემოდიან, ისინი ფეხზე დგებიან. ახლა წვიმს და აქ არ არიან, როცა გინდათ მიბრძანდით და ჰკითხეთ, ვინ ვარ მე მათთვის. ისე გამოჰყავს ამ ადამიანს, თითქოს მე ვარ მათხოვრების რისხვა. მე ვერ მასწავლიან, როგორ მივხედო მათხოვრებს. მათ სულ ვეხმარები, ვასმევ, ვაჭმევ.

- მიგაჩნიათ, რომ მიზანმიმართულად გაავრცელა ზემოთაღნიშნულმა პირმა ეს ინფორმაცია?

- ვერ ხვდებით, რომ მიზანმიმართულად გაავრცელა? რაში მაინტერესებს. ეკლესია სიკეთის და ბოროტის ბრძოლაა. მოვიდეს ვისაც უნდა და შემეჯიბროს სიკეთის კეთებაში. არ მრცხვენია საკუთარი ნამოქმედარის. ის ამბობს, რომ თითქოს ახალგაზრდა მღვდელი ვარ. 23 წელია მღვდელი ვარ, 14 წლიდან ეკლესიაში ვიზრდები, თავს არ ვაფარებ ეკლესიას, ეს ჩემი ცხოვრებაა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ასევე ნახეთ: "მე ერთი უბრალო გოგო ვარ, მართლმადიდებელი, რომელიც 2 წლის შვილთან ერთად ეკლესიიდან გამოაგდეს"

"ტაძრები არ დაიკეტება, ეს გამორიცხულია! თუ შეგვემთხვა განსაცდელი, მოთმინებით უნდა ვიყოთ" - მეუფე იოანე

"ჩემს შვილს ამის გაკეთებისკენ სიდუხჭირემ და გაჭირვებამ უბიძგა" - რა თქვა ლევან ზურაბაშვილის დედამ სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ?

"ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ნათესაობა აკავშირებდათ" - გოგლასა და ეფემიას აკრძალული სიყვარული