დიდთოვლობის გამო პოლიცია ავტომანქანებს თელავიდან გომბორი-ვაზიანის მიმართულებით აღარ უშვებს

დიდთოვლობის გამო პოლიცია ავტომანქანებს თელავიდან გომბორი-ვაზიანის მიმართულებით აღარ უშვებს

უამინდობის გამო გომბორის უღელტეხილზე მოძრაობა შეიზღუდა. ამ დროისთვის საპატრულო პოლიცია ავტომანქანებს თელავიდან გომბორი-ვაზიანის მიმართულებით აღარ უშვებს. გზის ამ მონაკვეთზე მთელი საღამოა ინტენსიურად თოვს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი გომბორის უღელტეხილიდან იტყობინება, გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამის მიუხედავად, გზის ამ მონაკვეთზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გარეშე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გაწმენდით სამუშაოებთან ერთად საგზაო სამსახურის თანამშრომლები გომბორის უღელტეხილზე ტექნიკურ მარილს ყრიან.

ასევე იხილეთ: თბილისში პირველი თოვლი მოვიდა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია