ელექტროკოლაფსი თბილისში და საოცარი ფოტოს ისტორია, რომელიც ინტერნეტში ჰიტად იქცა

ელექტროკოლაფსი თბილისში და საოცარი ფოტოს ისტორია, რომელიც ინტერნეტში ჰიტად იქცა

ფოტო, რომელიც თბილისში, 24 ნოემბრის ღამეს არის გადაღებული, Chalo Photography-ს ეკუთვნის და ის ქსელში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ავტორი ფოტოსთან დაკავშირებულ ისტორიას დეტალურად ყვება.

Facebook/ Chalo Photograph:

"გუშინ ცას ავხედე და ისეთი ვარსკვლავები იყო ვინატრე: "რა იქნება ქალაქგარეთ ვიყო და უფრო კარგად ჩანდეს-თქო".

ხოდა ღამის 2 საათისთვის ვიღაცამ ამისრულა ოცნება და ჩაქრა შუქი.

პირველივე წუთას აპარატს ვტაცე ხელი და სულ სირბილ-სირბილით ავირბინე პლატოზე (ვინაიდან ტაქსების კვალი არ ჩანდა).

ავედი და ჰოი საოცრებავ, ასეთი ლამაზი ცა, ზაფხულში რომ შუქი ჩაქრა, მაშინაც არ იყო...

გადავიღე, ხან ასფალტზე ვდებდი და ხან მოაჯირებზე ვაბავდი :))

მადლობა პატრულს, რომ ჩაიარა გადაღებისას და გამინათა.

მართალია, ჩამოსვლისას მობილური დამიჯდა და უკუნით სიბნელეში ერთი-ორჯერ შევასკდი ხეს და შუბლზე კოპიც მაქვს, მთავარია, თქვენ განახეთ ეს სილამაზე", - წერს ფოტოს ავტორი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია