თბილისში ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაეცემა - ამინდის ვრცელი პროგნოზი

თბილისში ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაეცემა - ამინდის ვრცელი პროგნოზი

გუდაურში თოვლის საფარმა 45 სანტიმეტრი, ხოლო ბაკურიანაში 3 სანტიმეტრი შეადგინა. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, გუდაურისა და ბაკურიანის გარდა, დღეს დილით ასევე თოვდა თელავში, დედოფლისწყაროში, ბოლნისში, ფასანაურში.

მათივე ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი დღესაც შენარჩუნდება, უმეტესად თოვლის სახით, ტემპერატურა 0 +5 გრადუსი იქნება. უნალექო ამინდი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში, ტემპერატურა +10 +15 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ნალექი დღესაც შენარჩუნდება. საღამოს მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპი. ტემპერატურა ღამით 0 +2 გრადუსი იქნება.

დაგაინტერესებთ| დათოვლილი წყნეთი - თოვლის საფარი 15 სმ-ს აღწევს (+12 ფოტო)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია