"გოგონამ 80 აბი დალია და თავი მოიკლა" - პარლამენტთან საპროტესტო აქციას გარდაცვლილი 21 წლის გოგონას ოჯახი შეუერთდა

"გოგონამ 80 აბი დალია და თავი მოიკლა" - პარლამენტთან საპროტესტო აქციას გარდაცვლილი 21 წლის გოგონას ოჯახი შეუერთდა

პარლამენტის შენობასთან მიმიდინარე აქციაზე, გარდაცვლილი 21 წლის გოგონას დედა და ოჯახის წევრები მივიდნენ. გოგონას დედის თქმით, მისმა შვილმა ქმრის მხრიდან ფიზიკურ ძალადობას ვერ გაუძლო და თავი მოიკლა. შემთხვევა ვარკეთილში მოხდა.

"გოგონამ 80 აბი დალია და თავი მოიკლა. მას მეუღლე სცემდა, რასაც ვერ გაუძლო და თავი მოიკლა. მოვითხოვთ ობიექტური გამოძიების ჩატარებას", - აცხადებენ ოჯახის წევრები.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, პარლამენტის შენობასთან ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია სოციალურ ქსელებში დაიგეგმა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ქალებზე ძალადობამ საქართველოში უპრეცედენტო სახე მიიღო და ყველანაირ მასშტაბს გასცდა.

"ქალზე ძალადობა უკვე საქართველოში ყოველდღიურ მოვლენად იქცა. ქალებზე ხორციელდება ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, მათ ცემენ, კლავენ, აუპატიურებენ და ა.შ. მოვითხოვთ, რომ საქართველოს მთავრობამ და ყველამ ერთად დაგეგმოს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც შეამცირებს საქართველოში ქალზე ძალადობას", -აცხადებენ აქციის მონაწილეები.

საჭიროა, თუ არა საქართველოში "რემდესივირის" შემოტანა? - თენგიზ ცერცვაძე კრიტიკულად განწყობილ ექიმებს პასუხობს

როგორ იმუშავებენ მატარებლები საახალწლო დღეებში

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი