ნუნუკა თამაზაშვილი მესამე შვილს ელოდება

ნუნუკა თამაზაშვილი მესამე შვილს ელოდება

დასავლურ სამყაროში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაბადებულ ბავშვებს ''ბეიბიბუმერებს'' ეძახიან. მაშინ ქალთა მშობიარობის რაოდენობის გაზრდა ეკონომიკური მდგომარეობის ზრდამ გამოიწვია და სწორედ მას შემდეგ დამკვიდრდა ეს ტერმინი მთელ მსოფლიოში. მართალია, საქართველოში ჯერჯერობით ეკონიმიკას არაფერი ეშველა, მაგრამ პოლიტიკური ''ბეიბი ბუმი'' ნამდვილად გვაქვს. იმედია, პოლიტიკოსთა ოჯახებს მალე ქვეყნის დანარჩენი ნაწილიც შეუერთდება და დემოგრაფიული მდგომარეობაც გამოსწორების გზაზე დადგება.

პრემიერ-მინისტრის მეუღლე – ნუნუკა თამაზაშვილი, მესამე შვილს ელოდება. ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გავიგეთ, მაგრამ პრემიერის მეუღლე ჟურნალისტებთან ურთიერთობისგან თავს იკავებს და შესაბამისად, ინფორმაციის გადამოწმება რთული აღმოჩნდა. ''სასიკვდილოდ დაჭრილი ქალები'' - ასე ერქვა დადგმას, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე 28 ოქტომბერს მარჯანიშვილის თეატრში გაიმართა.

ედგარ ლი მასტერსის მონოლოგების კრებულზე დაყრდნობით შექმნილ სერენა დანდის ნამდვილ ამბებს ქალთა ძალადობაზე საქართველოში ცნობილი ქალბატონები კითხულობდნენ. იტალიელ ელჩ ფედერიკა ფავისთან ერთად იყვნენ ანუკა არეშიძე, ნინო სუხიშვილი, მაია ფანჯიკიძე, თეა წულუკიანი, პირველი ლედი – მაკა ჩიჩუა და სხვა ქალბატონები. მათ შორის არ იყო ნუნუკა თამაზაშვილი. კულისებში ამბობდნენ, რომ ნუნუკამ ფეხმძიმობის გამო თავი შეიკავა საკმაოდ მძიმე დადგმაში მონაწილეობისგან.

ღარიბაშვილის მეორე ნახევრის ორსულობის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება პრემიერის პრესსამსახურთან ვცადეთ, თუმცა, როგორც გვითხრეს, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. ფაქტია, რომ ბოლო დროს ნუნუკა საჯაროდ აღარ ჩანს და სავარაუდოდ, ფეხმძიმობის პირველ თვეებში მშვიდად ყოფნას ამჯობინებს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია