თუ ლარი დაეცა, პროდუქტი გაძვირდება

თუ ლარი დაეცა, პროდუქტი გაძვირდება

ეროვნულ ბანკს ლარის უმნიშვნელო გამყარება 40 მილიონი დოლარი დაუჯდა. ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტა დოლართან 4%-მდე გაუფასურდა. ჯერჯერობით ამგვარ რყევას სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქტის გაძვირება არ მოჰყოლია, თუმცა სპეციალისტები ინფლაციურ პროცესს უკვე ელიან. კურსის 5%-ზე მეტით დაცემის შემთხვევაში იმპორტირებულ პროდუქტზე ფასი გაიზრდება. შესაბამისად, ეროვნული ბანკის ძალისხმევა კურსის დასაჭერად მნიშვნელოვანია.

გუშინ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებმა 40 მილიონი დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 1,8162 ლარი შეადგინა. საქართველოს სამომხმარებლო ბაზარი იმპორტირებული საქონლით არის გაჯერებული, შესაბამისად, ეროვნული ვალუტის რყევები ინფლაციის პროვოცირებას იწვევს. ამიტომაცაა, რომ ლარის მყისიერ გაუფასურებას, როგორც ეს გუშინ მოხდა, ყოველთვის პოდუქტის გაძვირების შიში ახლავს. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილის მსყიდველუნარიანობა ისედაც შემცირებულია.

ექსპერტ სოსო არჩვაძის განცხადებით, კურსის მკვეთრი რყევა და ეროვნული ვალუტის დაცემა უარყოფითად მოქმედებს ბაზარზე და ინფლაციის მაპროვოცირებელ საფუძველს ქმნის. თანაც ინფლაცია, სხვა ეკონომიკურ ინდიკატორებთან შედარებით, იმით განსხვავდება, რომ მასზე გავლენას ახდენს არა მარტო არსებული მდგომარეობა, არამედ საზოგადოების განწყობა და დამოკიდებულება მომავლის მიმართ.

"თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ხვალ კურსი დაეცემა და მდგომარეობა უფრო მძიმე იქნება, მათ ქმედებას სერიოზული კორექტირება შეაქვს ინფლაციის დონეში; ანუ ხვალინდელი მოლოდინის მასშტაბსა და ფორმას გავლენა აქვს ამჟამინდელ ინფლაციაზე. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება ეროვნული ბანკის პოლიტიკა - ჩათვლის საჭიროდ, რომ მიმოქცევაში ლარის მასა შეზღუდოს თუ ყველაფერს თვითდინებაზე მიუშვებს" -აღნიშნა სოსო არჩვაძემ "რეზონანსთან" საუბრისას.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია