თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე საქართველოში ჩინური ენის სწავლების ინიციატივით გამოვიდა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე საქართველოში ჩინური ენის სწავლების ინიციატივით გამოვიდა

დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი საქართველოში ჩინური ენის სწავლების ინიციატივით გამოვიდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის საკრებულოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის დელეგაცია, საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის, ქალაქის მერის დავით ნარმანიას, ასევე საკრებულოს დეპუტატებისა და მერიის სხვა წარმომადგებლების შემადგენლობით, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ გუანჯოუში გაემგზავრა. საკრებულოს ცნობით, გიორგი ალიბეგაშვილი საქართველოში ჩინური ენის სწავლების ინიციატივით გამოვიდა და აღნიშნა, რომ საქართველოს დელეგაცია დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად ძალ-ღონეს არ დაიშურებს.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, თბილისსა და გუანჯოუს მერებს შორის ოფიციალური შეხვედრა გაიმართება და ხელი მოეწერება ორ ქალაქს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას, რაც საინვესტიციო და ურბანული განვითარების, ასევე კულტურული, საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში თანამშრომლობას ისახავს მიზნად.

საკრებულოს ცნობით, შეხვედრები ასევე ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთანაც არის დაგეგმილი.

საკრებულოს თავმჯდომარემ ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისივე თქმით, ორიოდე თვის წინ, დედაქალაქს ქალაქ გუანჯოუს ვიცე-მერი სტუმრობდა, რომელსაც კულტურული ღირსშესანიშნაობები, თბილისის მოსახლეობის წინაშე არსებული ეკონომიკური საჭიროებები და მოთხოვნილებები გააცნეს.

"გუანჯოუში საქართველოს ეკონომიკური წარმომადგენლობის ოფისის გახსნაა დაგეგმილი, რომელსაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები დაეწრებიან", - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

საკრებულოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გუანდუნის პროვინციის დედაქალაქ გუანჯოუში ერთ კვირას გაგრძელდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია