"რუსი ხელოვანების არ ჩამოსვლაზე ლაპარაკი დიდი სირცხვილია!" - ქართველი ხელოვანები რუსულ კულტურასა და პოლიტიკაზე

"რუსი ხელოვანების არ ჩამოსვლაზე ლაპარაკი დიდი სირცხვილია!" - ქართველი ხელოვანები რუსულ კულტურასა და პოლიტიკაზე

რუსეთმა აფხაზეთთან მოკავშირეობისა და სტარტეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმებით, კიდევ ერთხელ ნათლად გვაჩვენა, რომ დათვი დათვია და როდესაც საქმე მის "დერჟავნიკულ" ინტერესებს შეეხება, მასთან არც ტკბილი სიტყვა, არც მინერალური წყალი და არც ციტრუსი ჭრის... შესაბამისად, სულ არ არის გასაკვირი, რომ ჩვენს საზოგადოებაში დაიწყო ლაპარაკი იმაზე, ხომ არ არის გადასახედი ახალი ხელისუფლების ე.წ. კონსტრუქციული პოლიტიკა, რომელიც ეკონომიკურ-კულტურული ურთიერთობების განახლება-განვითარებას ითვალისწინებს. ბოლო ხანს, რუსეთთან კულტურული პროცესის გაცვლა-გამოცვლა აშკარად გახშირდა.

უნდა ტარდებოდეს თუ არა მსგვსი ღონიძიებები საქართველოში? - ამაზე აზრთა სხვდასხვაობა, ზოგი მიიჩნევს, რომ კულტურა და პოლიტიკა ერთმენთისგან უნდა გაიმიჯნოს.

გურანდა გაბუნია, მსახიობი:

- კულტურაა ის, რაც დღეს ყველას აკლია! კულტურისა და ხელოვნების გარეშე არ არსებობს ერი! რუსი ხელოვანების არ ჩამოსვლაზე ლაპარაკი დიდი სირცხვილია! არავინ იცის სად რა მოხდება, ხვალ გაიღვიძებს, თუ - არა საერთოდ პუტინი... შეიძლება გაუთავებლად ერთ და იმავეზე ლაპარაკი?! - ხელოვნება არის ხელოვნება და მორჩა! პოლიტიკა სულ სხვა რამეა, მე არ ვერევი და არც მაინტერესებს... ამ ბოლო ხანს მოსკოვიდან თუ რამ თეატრის დასი ჩამოვიდა და აქ ითამაშა, ყველას უდიდესი წარმატება ჰქონდა! ისინიც გაოგნებული უყურებდნენ ქართველებს, ეს რა ხალხიაო... არ არის ეს ბედნიერება?! - ჩვენ რომ ჩავდიოდით რუსეთში ერთი ამბავი იყო, ლენინგრადში სპექტაკლი რომ ჩავიტანეთ, შუშის კარი შემოამტვრიეს და შემოცვივდნენ, ისე მოსწონდათ ჩვენი სპექტაკლები... ამაზე კარგი რომ არაფერია, რით ვეღარ უნდა შეიგნოს ქართველმა ხალხმა?! ამათ არაფერი აინტერესებთ და არაფერზე წყდებათ გული... ღმერთო, რამდენი სპექტაკლი აქვს რუსეთში ოთარს ნათამაშები და სულ გადაჭედილ დარბაზებში...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია