ქართველ სპორტსმენს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს

ქართველ სპორტსმენს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ლიდერს, თავისუფალი სტილით მოჭიდავე მძიმეწონოსან (120 კგ) გენო პეტრიაშვილს დოპინგ-ტესტის ჩაგდების გამო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც ჩამოართვეს.

sportall.ge-ს ინფორმაციით, ამის შესახებ კანადის ჭიდაობის ფედერაციის ოფიციალური საიტი იტყობინება.

ზაფხულში ზაგრებში, ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში პეტრიაშვილმა კანადელი მოჭიდავე ამარ დესი დაამარცხა. კანადის ჭიდაობის ფედერაციას ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციამ შეატყობინა, რომ პეტრიაშვილს მსოფლიოს ჩემპიონის მედალი ჩამოერთვა და კანადელთა ფალავანს გადასცა.

აგვისტოში გამართული პირველობის შემდეგ გენო პეტრიაშვილმა დოპინგ-ტესტი ჩააგდო, რისთვისაც 6-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და ახლა ამას მედლის ჩამორთმევაც დაემატა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია