უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

კომპანია "თელასის" განცხადებით, 27 ნოემბერს თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, დროებითი შეზღუდვა ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოებს უკავშირდება.

ვაკის რაიონში ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შანიძის, ჯანაშიას, მელიქიშვილის და ხორავას ქუჩების 448 აბონენტს.

დიდუბის რაიონში ასევე ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, ცაბაძის, ვორონინის, გორის და ფიფიას ქუჩების 286 აბონენტს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია