ქალბატონო ხათუნა, თქვენ უნდა იყოთ მაგ როლში -ბესელია გოგორიშვილს მისი "როლი" შესთავაზა

ქალბატონო ხათუნა, თქვენ უნდა იყოთ მაგ როლში -ბესელია გოგორიშვილს მისი "როლი" შესთავაზა

დეპუტატ ეკა ბესელიას "ხალხოოო" კარგა ხანია ქართულ და ინგლისურ ენაზე "ქერის უბანიდან" ესმის მაყურებელს.  ეს თემა დღეს, პარლამენტში ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების რეგულირების მიზნით, უმრავლესობის წევრების ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტის განხილვისას გახდა აქტუალური. ვინაიდან აღნიშნული საკითხის განხილვას ხმაური მოჰყვა.

სხდომაზე ბესელიასა და უმცირესობის დეპუტატებს შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა, თუმცა "ნაციონალების" საპასუხო რეპლიკას ბესელიამ იუმორი არ დააკლო.

დეპუტატმა მისი და ხათუნა გოგორიშვილის ხმის ტონალობაზე გააკეთა აქცენტი.

"აი, ვინ უნდა იყოს სერიალების გმირები, აქეთა მხარეს უნდა აარჩიოთ."  - ამ სიტყვებით ეკა ბესელიამ პარლამენტის ტრიბუნიდან ხელი გაიშვირა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიკენ.

"სულ ტყუილად მაბრალებენ რომ ძლიერი ხმა მაქვს. როგორც კი ცოტა ავუწევ ხმას, მასინვე მეწყება ჩივილები. თქვენ ნამდვილად უნდა იყოთ, ქალბატონო ხათუუნა, მაგ როლში", - მიმართა ბესელიამ ხათუნა გოგორიშვილის. 

ასევე დაგაინტერესებთ: "ხალხოოო!" - როგორ შეიქმნა ეკა ბესელიას ცნობილი პაროდია და რა რეაქცია აქვს მასზე პოლიტიკოსს

ნახეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია