დეპუტატ ქალებს საპარლამენტო გადატრიალების დაგეგმვაში ადანაშაულებენ - სკანდალური ფოტოები თუ გაუგებრობა

დეპუტატ ქალებს საპარლამენტო გადატრიალების დაგეგმვაში ადანაშაულებენ - სკანდალური ფოტოები თუ გაუგებრობა

ორგანიზაცია "თავისუფალი თაობის " ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა გაავრცელა ნიუ იორკში გადაღებული ფოტოები, რომელზეც ასახული არიან საპარლამენტო უმცირესობის წევრი ხათუნა გოგორიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის "რესპუბლიკელი" წევრი თამარ კორძაია, "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი პარლამენტში ნინო გოგუაძე და როგორც სადღობელაშვილი ამბობს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-3 მთავარი სამმართველოს განყოფილების ყოფილი უფროსი, დათა ახალაიას კუდის ხელმძღვანელობისას უშიშროების საკითხებში ოფიცერი თამარ მიქაძე.

ლადო სადღობელაშვილი: - "მას შემდეგ რაც 15 ნოემბერს "ნაციონალურმა მოძრაობამ" ნათლად დაინახა, რომ მას ხალხში არანაირი მხარდაჭერა აღარ აქვს, ტაქტიკა შეცვალა და "ქართულ ოცნებაში" ჩანერგილი აგენტურის საშუალებით აამოქმედა საპარლამენტო გადატრიალების გეგმა. დიდი ხნის განმავლობაში ვაფრთხილებდით ხელისუფლებას და მთელ პოლიტიკურ სპექტრს, რომ "ნაცები"

აწარმოებდნენ მუდმივ კონსულტაციებს "ქართულ ოცნებაში" ჩანერგილ პირებთან, რათა საჭირო მომენტში მომხდარიყო მათი ამოქმედება. ამის ნათელი დადასტურება გახლავთ 22 ნოემბერს შემდგარი შეხვედრა, სადაც "თავისუფალი დემოკრატების", "რესპუბლიკელების" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა შესაძლო საპარლამენტო გადატრიალებაზე ითათბირეს."

ამ განცხადების შემდეგ, "კვირის პალიტრა" დაუკავშირდა თამარ კორძაიას და ხათუნა გოგორიშვილს:

თამარ კორძაია, პარლამენტარი, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი:

- შეხვედრა, როემლიც ამ ფოტოებზეა აღმეჭდილი არანაირ "საპარლამენტო გადატრიალებას" და პოლიტიკურ დაპირისპირებას არ უკავშირდება.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია