ექვსმა ქართველმა გერმანიაში საიუველირო მაღაზიის გაქურდვის მიზნით, გვირაბი გათხარა

ექვსმა ქართველმა გერმანიაში საიუველირო მაღაზიის გაქურდვის მიზნით, გვირაბი გათხარა

გერმანიის ქალაქ კიოლნში, პოლიციამ საქართველოს ექვსი მოქალაქე დააკავა, რომელთაც საიუველირო მაღაზიის ძარცვა ედებათ ბრალად. გერმანული პოლიციის მონაცემებით, ბოროტმოქმედებმა მაღაზიის ძარცვის მიზნით, გვირაბი მეზობელი შენობიდან გაიყვანეს.

კიოლნის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დაკავების დროს, საქართველოს მოქალაქეებმა მოპარული საიუველირო ნაწარმი ფანჯრიდან გადმოაგდეს. მათი საერთო წონა ექვსი კილოგრამი იყო. თუმცა, ყველა ნივთი ნაპოვნია და სასამართლოში მტკიცებულების სახით წარადგენენ.

გერმანიის პოლიციაში აცხადებენ, რომ დამნაშავეთა ჯგუფი ცოტა ხნის წინ, იმავე საიუველირო მაღაზიაში შეღწევას სახურავიდან ცდილობდა, თუმცა, მაშინ ცდა წარუმატებლად დასრულდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია