რა შესაძლებლობები აქვს პატრულის ახალი მანქანას - AUTO BILD-ის ექსკლუზიური ტესტ-დრაივი

რა შესაძლებლობები აქვს პატრულის ახალი მანქანას - AUTO BILD-ის ექსკლუზიური ტესტ-დრაივი

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი დაარსებიდან ათი წლის იუბილეს აღნიშნავს. 12 საათიდან საპატრულო პოლიციის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც საპატრულო პოლიციის ახალი ავტომანქანის Ford Interceptor-ის პრეზენტაცია შედგა.

ეს გახლავთ სპეციალურად პოლიციისთვის შექმნილი ამერიკული ავტომობილები - Ford Police Interceptor, რომელსაც ჟურნალ ”AUTO BILD საქართველოს” და ვებ-გვერდ autobild.ge-ს მკითხველები დიდი ხანია იცნობენ.

AUTO BILD-მა ეს ავტომობილი ჯერ კიდევ 2014 წლის დასაწყისში, ექსკლუზიურად გატესტა და მკითხველებს ჟურნალის თებერვლის ნომერში დეტალურად წარუდგინა. მაშინ საპატრულო პოლიციის ავტოპარკის ამ მანქანებით განახლება ჯერ კიდევ იდეის დონეზე იყო, ახლა კი პატრულის ავტოპარკი ახალი Ford Interceptor-ებით განახლდა.

შეგახსენებთ, რომ Ford Police Interceptor სპეციალურად პოლიციისთვის შექმნილი ავტომობილია და ის სერიულად არ იყიდება. ამ მანქანით მხოლოდ და მხოლოდ პოლიცია (აშშ, კანადა) სარგებლობს. აქვე კიდევ ერთხელ გთავაზობთ ამ ავტომობილის დეტალურ წარდგენას. აღსანიშნავია, რომ პატრულის ქართველმა თანამშრომლებმაც სწორედ ასეთი ვერსიები მიიღეს.

ამ მანქანის სალონის უკანა განყოფილებაში მოხვედრას არავის ვუსურვებთ!

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ასეთ ავტომობილში მოხვედრის მხოლოდ ორი გზა არსებობდა: ამისათვის ან პოლიციის თანამშრომელი უნდა ყოფილიყავი, ანაც დანაშაული უნდა ჩაგედინა. არადა თურმე მესამე გზაც არსებობს და ეს გზა ჟურნალი AUTO BILD-ია! შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგვმართა თხოვნით, გაგვეტესტა ავტომობილი, რომელიც, შეიძლებოდა, ქართული პოლიციის ერთ-ერთი ბოლიდი გამხდარიყო. ჩვენ კი ასეთ თხოვნებს უდიდესი სიამოვნებით ვასრულებთ ხოლმე!

ამერიკიდან ჩამოყვანილი ათლეტური სედანი მთელი დღის განმავლობაში ჩვენს განკარგულებაში იყო. მადლობა სამინისტროს ასეთი შესაძლებლობისთვის, ნდობისთვის და, რა თქმა უნდა, იმისთვისაც, რომ AUTO BILD-ის კომპეტენტური აზრი მათთვის მნიშვნელოვანი იყო.

მაშ ასე, გაიცანით: სპეციალურად პოლიციის სამსახურისთვის შექმნილი, მაღალი გამძლეობის, და სრული ამძრაობის მქონე ამერიკული სედანი Ford Interceptor, რომელიც ათწლეულებია, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის პოლიციას ემსახურება. ეს არის ავტომობილი, რომელსაც პოლიციის გარდა ვერავინ შეიძენს და რომელიც სპეციალური, მაღალი გამძლეობისა და პოლიციის ეკიპაჟებისთვის სრულყოფილი უსაფრთხოების კომპლექტაციით იწარმოება - მანქანა, რომელშიც გათვლილია ყველაფერი, რაც პოლიციის თანამშრომელს პატრულირებისთვის, ოპერატიული რეაგირებისთვის და სხვადასხვა მოვალეობების შესასრულებლად სჭირდება.

იხილეთ სტატია სრულად

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია