"ადგილზე მისულ ბრიგადას შემზარავი სურათი დახვდა" - სისასტიკე, რომელმაც სოციალური ქსელები შეძრა (+7 ფოტო)

"ადგილზე მისულ ბრიგადას შემზარავი სურათი დახვდა" - სისასტიკე, რომელმაც სოციალური ქსელები შეძრა (+7 ფოტო)

სოციალურ ქსელ Facebook-ზე გვერდი სახელწოდებით "თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი" რუსთავში, ადამიანის მიერ ძაღლზე სასტიკი ძალადობის ფაქტის შესახებ წერს. ტექსტს თანდართული აქვს შესაბამისი ფოტომასალა.

"ადამიანის სისასტიკეს რომ საზღვარი არ აქვს, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით...

რუსთავიდან დარეკა ქალბატონმა და გვაცნობა, რომ შარტავას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ძაღლი საჭიროებდა გადაუდებელ დახმარებას.

ადგილზე მისულ ჩვენს ბრიგადას, შემზარავი სურათი დახვდა...

ქართული ქოფაკი სასიკვდილოდ გაუმეტებია არაადამიანს...

გარეგნული დათვალიერებით, ძაღლი იყო ცეცხსასროლი იარაღით დაჭრილი, ყელზე ემჩნეოდა ღრმა ჭრილობის კვალი და ქვედა ყბა მთლიანად დამსხვრეული ჰქონდა...

უკიდურეს მდგომარეობაში ჩავარდნილი ძაღლი გადმოვიყვანეთ ჩვენს თავშესაფარში და არმოუჩინეთ პირველადი დახმარება...

ამის შემდეგ კი, მივმართეთ ცნობილ ვეტ–ექიმს აკაკი რუაძეს...

სამწუხაროდ, ბატონმა აკაკიმ საიმედო ვერაფერი გვითხრა: ,,ურთულესი პაციენტია, გარდა იმისა რომ სხეულის უამრავ ადგილზე აქვს ჭრილობა, რაც ყველაზე საგანგაშოა, ქვედა ყბაზე ძვალი საერთოდ არ არის შერჩენილი, როგორც გავს პირდაპირ ყბაში ესროლა, ენაც კი შუაზეა გაჭრილი... ამ საბრალო ცხოველის გადარჩენის საკითხი, ნოლის ტოლია... უკიდურესი გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები, უნდა ვიხსნათ ძაღლი ტანჯვისგან, მოგვიწევს დავაძინოთ"...

რთული გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანა ექიმმა...

ეს იყო შოკისმომგვრელი სანახაობა, ჩვენს თვალწინ, სიკვდილს ებრძოდა სასიკვდილოდ დაჭრილი ძაღლი და ფეხზე დადგომას ლამობდა, გაქცევა უნდოდა, სიკვდილისგან გაქცევა...

ჩვენ კი, ვიდექით და ვუყურებდით ჩვენივე მოდგმის სისასტიკის კვალს... ჩვენივე მოდგმის უგულობას და საზოგადოების გულგრილი დამოკიდებულების უტყუარ მაგალითს...

იმ წუთში არ მინდოდა ადამიანად ყოფნა...

ჩვენთვის არახალია, ადამინის ასეთ სისასტიკესთან პირისპირ დგომა, ჩვენს თავშესაფრში ხომ ასობით ძაღლია ადამინისგან გამეტებული...

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მკვდარი ძაღლი პროტესტის ნიშნად რუსთავის მერიის წინ დაგვედო...

გადაწყვეტილება სისრულეში მოვიყვანეთ, ორიოდე საათის წინ, რუსთავის მერიასთან დავტოვეთ ძაღლის ცხედარი და თაბახის ფურცელზე სახელდახელოდ ამობეჭდილი ,,კმარა რუსთავი!!!''

ცხოველთა უფლებადამცველი რამდენიმე ქალბატონიც მოვიდა,ერთ–ერთმა საპატრულო პოლიციაც გამოიძახა...

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ სიცოცხლის გადასარჩენად. ახლა, ჯერი რუსთავის სამართალდამცავებზეა, მოახდენენ თუ არა ამ ვანდალური ფაქტის გამოძიებას", - წერს თამაზ ელიზბარაშვილი.

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია