22 წლის მოდელი ბიჭი, რომელიც საჯაროდ აცხადებს, რომ ქალებს ფულის გამო ემსახურება

22 წლის მოდელი ბიჭი, რომელიც საჯაროდ აცხადებს, რომ ქალებს ფულის გამო ემსახურება

ტელეკომპანია "იმედის" თოქ-შოუში "სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად", საზოგადოების წინაშე წარდგა, არც მეტი, არც ნაკლები - კაცი გამოძახებით.

კომერციულმა სექს-მუშაკმა გიორგი ქარქიშვილმა მაყურებელს საკუთარი საქმიანობის შესახებ გულახდილად უამბო და განაცხადა, რომ კმაყოფილია, რადგან გამოძახებების ხარჯზე "ყველაფერი აქვს".

აღსანიშნავია, რომ გიორგი ქარქისაშვილი 22 წლის არის და ამბობს, რომ უახლოეს მომავალში ცხოვრების წესისა და პროფესიის შეცვლას არ განიხილავს. იქამდე კი, ვიდრე სექს-მუშაკობას დაიწყებდა, ის სამოდელო საქმიანობას ეწეოდა.

დღეისათვის, მისი თქმით, მისი კლიენტების უმრავლესობა 50 წლამდე ასაკის ქალები არიან და მათ შორის ხშირად ქმრიანებიც...

გიორგი ქარქისაშვილი გამოსვლამ გააღიზიანა მოდელი და შოუბიზნესის ცნობილი სახე გიორგი ნაზღაიძე, რომელმაც ახალგაზრდა სექს-მუშაკს რამდენიმე კითხვით მიმართა. მათი დიალოგი ერთგვარ კამათში გადაიზარდა.

გიორგი ქარქისაშვილი ერთადერთი ქართველი მამაკაცი კომერციული სექს-მუშაკია, რომელიც საჯაროდ, ტელეეთერში გამოჩნდა. ტელეწამყვანის კითხვაზე, ეშინია თუ არა საზოგადოების რეაქციის და აქვს თუ არა მოსალოდნელი განსჯისა და გარიყვის შიში, გიორგი ამბობს, რომ - არა.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია