''ჩემს უბანში უმრავლესობა ბოზი ცხოვრობს...''

''ჩემს უბანში უმრავლესობა ბოზი ცხოვრობს...''

გივი სიხარულიძეს შინ სტერეოტიპებსა და ტრადიციებზე სასაუბროდ ვეწვიეთ, ინტერვიუმ ემოციურ ფონზე ჩაიარა, თუმცა იმის ნაცვლად, რომ შეკითხვით მიგვემართა ბატონი გივისთვის, პირველი კითხვა თავად დაგვისვა... როგორც ყოველთვის, რესპონდენტის საუბრის მანერა, სტილი და მის მიერ ევროპული ქვეყნის ლიდერის შეცვლილი სახელი უცვლელად დავტოვეთ.

- სტერეოტიპებს თქვენ რას ეძახით?

- საზოგადოების მიერ ჩამოყალიბებულ შეხედულებას ამა თუ იმ საკითხზე... ვფიქრობ, რომ საქართველოში და არა მარტო აქ, არამედ მთელ მსოფლიოში, საზოგადოება არ არსებობს. როდესაც ანჟელა მერკელი, ამხელა ქვეყნის კანცლერი, თავის ჰომოსექსუალ მინისტრს ულოცავს კაცზე გათხოვებას, რაზე, რომელ საზოგადოებაზე, რომელ მორალსა და შინაგან მრწამსზე მელაპარაკებით... როდესაც ამხელა მნიშვნელობის ადამიანი კაცის კაცზე გათხოვებას მიესალმება, მსოფლიოს, ბავშვების, ახალგაზრდების თვალწინ, მივიჩნევ, რომ მსოფლიოში საზოგადოება არ არსებობს.

- თქვენი დამოკიდებულბა გასაგებია, მაგრამ როგორ ფიქრობთ, აგრესიის გამოხატვა არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების მიმართ სწორია?

- არა. არ შეიძლება, რაიმე სახის აგრესია გამოიხატოს ასეთი ადამიანების მიმართ. ნურავინ იტყვის, რომ გეები თუ ლესბოსელები ავად არ არიან, ისინი კარგად მყოფები არ გახლავან, ამიტომ მათ მკურნალობა სჭირდებათ. ჩემს მეგობარს, რომელსაც, ვთქვათ, აქვს კიბო, მე მივაგდებ? ვაგინებ? ვცემ?!. არა, პირიქით, თავს მოვიკლავ, რომ რამენაირად შევუმსუბუქო მდგომარეობა. შესაბამისად, ასე უნდა მოვექცეთ ამ ხალხსაც, არ უნდა წამოვაძახოთ, შენ გეი ან ლესბოსელი ხარ, ავადმყოფს მოფერება და ხელშეწყობა უნდა, ამიტომაც ყოველგვარ აგრესიას გამოვრიცხავ, მაგრამ თავად ასეთი ადამიანები ნუ არიან აგრესიულები ჩვენნაირი ხალხის მიმართ.

- რამდენიმე წლის წინ ქართულ ტრადიციებში მამაკაცი და საყურე არ ჯდებოდა.

- და ახლა როგორ ფიქრობთ, ჯდება? მე გეკითხებით თქვენ, როგორია მამაკაცი საყურით, პომადითა და მანიკიურ-პედიკიურით? არ ჯდება ეს ჩემს ხასიათში და თუ ეს ჩემთვის მისაღები გახდა, ჩათვალეთ, გარდავიცვალე...

- რაც შეეხება გენდერულ თანასწორობას, რომელზეც მთელი მსოფლიო ლაპარაკობს.

- ჩემი პასუხი ამაზე ასეთია, ვემხრობი, რომ ყველა ქალმა იმუშაოს ტრაქტორისტად, მძღოლად კომბაინზე, თოხი აიღონ ხელში და დღე და ღამე ვირივით მუშაობაში გაატარონ. მამაკაცები ამას აკეთებენ ოჯახის შესანახად, ქალებს ხომ უნდათ გენდერული თანასწორობა, ჰოდა, იმუშაონ კაცებივით და ნუ უჩნდებათ სურვილი, იყვნენ მინისტრები, დეპუტატები და ა.შ. გენედერული თანასწორობა ასეთი ვიცი მე! აბა, ისაა გენდერული თანასწორობა, ცოლი რომ რვაჯერ სცემს ქმარს და კაცს რომ თინა ჰქვია და მის ცოლს ჟორა?! ქალი, რომელსაც მართლა ჭკუა აქვს თავში და ქმარი მართლა უყვარს... მაგრამ დღეს ვის ვინ უყვარს?! რომელ სიყვარულზეა ლაპარაკი, ესაა მასხარაობა, ჩართეთ ტელევიზორი, ბოზობის მეტზე არაფერზე ლაპარაკობენ. ჩემს უბანში უმრავლესობა ბოზი ცხოვრობს, ერთი ქალია პატიოსანი მხოლოდ, ჰოდა, იმ ბოზების ბავშვები ამ ქალს რომ დაინახავენ, ასე აბრაზებენ, წესიერო, წესეიროო, ადრე ბოზობა იყო სირცხვილი და ახლა წესიერებაა სირცხვილი, აი, რა დონეზე დავეშვით.

- ტელევიზიით სექსის პროპაგანდა ახსენეთ, ამ მხრივ გასული კვირა დატვირთული იყო.

- თუ მამაკაცად დაიბადე, სექსს რა პროპაგანდა უნდა, მითხარი? ახლა ეკრანზე ქალები წამოხდილი კაბებით რომ სხდებიან, როგორ ფიქრობთ, ამით ვის აღიზიანებენ? ბოდიში, მაგრამ უნდა ვთქვა, მაგით გააღიზიანებენ ''ხურუშიანებს'', ვისაც ინსტინქტები დაქვეითებული აქვს. ვინც ნამდვილი მამაკაცია, ის ამით არ გაღიზიანდება, მეტიც, შეიძლება, შუბა ეცვას ქალს კოჭებამდე და ამით მიიპყროს კაცის ყურადღება, თუ ის მართლა მოსაწონია.

- კითხვა ისევ საზოგადოებაში გავრცელებულ აზრზე მინდა დაგისვათ.

- (მაწყვეტინებს) ძალიან გთხოვთ, ჩემთან საზოგადოებას ნუ ახსენებთ, სააკაშვილის მთავრობა ეზიზღებოდათ, მეც ვამბობ, რომ ძალიან ცუდად იქცეოდნენ, მაგრამ რა გააკეთა ახალმა მთავრობამ? ისევ იგივე ხალხია ტელევიზიაში, ისევ ის ბურჭულაძე ჩანს, რომელიც ძირითადად დედამისზე წერს, ისევ ის ბუღაძეები და დეისაძეები გვესაუბრებიან ეკრანიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ იცვლებიან მხოლოდ თანამდებობის პირები, ქვეყანას ისევ ევროკავშირიდან და ამერიკიდან მოგზავნილი აგენტები მართავენ. თუმცა აქვე უნდა ვთქვა, რომ ამერიკელ მშრომელ, ვაჟკაც ხალხს უდიდეს პატივს ვცემ. თქვენ არ იცით, როგორ იცავენ ოჯახის სიწმინდეს, მიყვარს ამერიკელი ხალხი, მაგრამ არა ამერიკული პროპაგანდა.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია