ვინ დაჯარიმდება და რამდენი ლარით - აღსრულების ბიუროს მონაცემები, რომელიც ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს

ვინ დაჯარიმდება და რამდენი ლარით - აღსრულების ბიუროს მონაცემები, რომელიც ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს

აღსრულების ეროვნული ბიურო, მოქალაქეების ინფორმირების მიზნით, ადმინისტრაციული ჯარიმებისა და მათი ოდენობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ბიუროში ინფორმაციით, პირს (ფიზიკური/იურიდიული) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო შეიძლება დაეკისროს ადმინისტრაციული სახდელი.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გავრცელებული მაგალითებია: საგზაო წესების დარღვევა - დამჯარიმებელი ორგანო საპატრულო პოლიცია; საზოგადოებრივი ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობა - შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანია"; ზოგიერთი კომუნალური გადასახადის გადაუხდელობა - სს "თელასი" , სს "ენერგო-პრო ჯორჯია" , სს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" , შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი"; საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა (მათ შორის ალკოჰოლური სასმელის მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში) - სასამართლო, საპატრულო პოლიცია; გარემოს დაბინძურება - გარემოს დაცვის ინსპექცია; ნარკოტიკული საშუალების მოხმარების პირველი შემთხვევა - სასამართლო; საფასურის გარეშე დგომა ან დგომისა და გაჩერების წესების დარღვევა- შპს "სითი პარკი"; გარემოს დაბინძურება, ხე-ტყის უკანონო ჭრა, ბრაკონიერობა და ა. შ. - გარემოს დაცვის ინსპექცია და სხვა.

ადმინისტრაციული სახდელის გავრცელებული სახეა ჯარიმა, რომელიც წარმოადგენს ფულად თანხას.

ჯარიმის კანონით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობა ხშირ შემთხვევაში იწვევს მასზე დამატებითი თანხის - საურავის დარიცხვას. მაგალითად: საზოგადოებრივი ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობა ჯარიმდება 5 ლარით, რომელსაც 30 დღეში გადაუხდელობის შემთვევაში ემატება საურავი 50 ლარი და აღსრულების საფასური 20 ლარი. სულ ჯამში 75 ლარი; შპს "სითი პარკი" - საფასურის გარეშე დგომა ან დგომისა და გაჩერების წესების დარღვევა - ჯარიმა 10 ლარი, საურავი 150 ლარი, აღსრულების საფასური 32 ლარი. სულ ჯამში 192 ლარი; პატრული - ქვეითთა მიერ საგზაო წესების დარღვევა და სხვა - 10 ლარი, საურავი 20 ლარი, აღსრულების საფასური 20 ლარი. სულ ჯამში 50 ლარი; პატრული - საავარიო ვითარების შექმნა. ჯარიმა 200 ლარი, საურავი 400 ლარი, აღსრულების საფასური - 50 ლარი. სულ ჯამში 650 ლარი; სს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" - ბუნებრივი აირის მოხმარების წესების დარღვევა. ჯარიმა 100 ლარი, საურავი არ ერიცხება, აღსრულების საფასური 30 ლარი. სულ ჯამში 130 ლარი; სს" თელასი": ელექტრო ენერგიის მოხმარების წესების დარღვევა. ჯარიმა 100 ლარი, საურავი არ ერიცხება, აღსრულების საფასური 30 ლარი. სულ ჯამში 130 ლარი.

აღსრულების ეროვნული ბიურო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ყურადღება მიაქციოს ჯარიმის ქვითარზე /სასამართლოს დადგენილებაზე მითითებულ გადახდის ვადას, რათა თავიდან აიცილოს დამატებითი ხარჯები, დაკარგული დრო და ენერგია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია