"პულსიც კი აღარ ესინჯებოდა, 19 კილოს იწონიდა" - 29 წლის მარიკა ანორექსიამდე და შემდეგ...

"პულსიც კი აღარ ესინჯებოდა, 19 კილოს იწონიდა" - 29 წლის მარიკა ანორექსიამდე და შემდეგ...

ინფორმაციამ 29 წლის გოგონას შესახებ, რომელიც მხოლოდ 22 კილოგრამს იწონის, საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მარიკა მეკოკიშვილი 12 წელია ანორექსიით იტანჯება. ამ ავადმყოფობას ქალთა დაავადებასაც უწოდებენ, რადგან ამგვარი დიაგნოზის პაციენტთაგან მამაკაცი 10%-ც არ არის. მარიკას მდგომარეობის შესახებ დედა ლალი მეკოკიშვილი გვესაუბრება:

- უკვე 12 წელია, ჩემს შვილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს... ხან 27 კილო იყო, ხან 23 და ხანაც 22... მარიკას 15 წლის ასაკში გლანდების ოპერაცია გავუკეთეთ და ამან გამოიწვია ყველაფერი: ერთი გლანდი გაძვალებული იყო და ექიმმა ჩამოაგლიჯა, იქ სისხლის კოლტები გაჩნდა და შემდეგ ჩამოფხიკა. ამ დროს სანერწყვე ჯირკვლის ნერვი დაზიანდა... ათი დღე ოპერაციის შემდეგ ისე გავიდა, რომ მარიკას არაფერი გაუსინჯავს, წყალიც კი არ დაულევია. ყელი იმდენად გაურთულდა და გაუღიზიანდა, ვერაფერს ყლაპავდა.

ათი დღის შემდეგ პატარა ულუფა კი მიიღო, მაგრამ თვითნებურად უკან წამოუვიდა. ასე დაიწყო და იმ დღიდან, რასაც შეჭამდა სულ პირღებინება ჰქონდა. ჩავთვალეთ რომ კუჭ-ნაწლავი ჰქონდა გაღიზიანებული და ექიმთან წავიყვანეთ. ექიმმა არასწორი დიაგნოზი დაუსვა და ვითომ მკურნალობდა, ფულის გამო სხვა ექიმთანაც არ გაგვიშვა...მარიკას დაეწყო ბულემია, მართლაც მგლის მადა ჰქონდა, მაგრამ სულ პირღებინება აწუხებდა. ისე გახდა, რომ ავადმყოფობა ანორექსიაში გადაეზარდა. არადა, ჯანმრთელი ბავშვი იყო, ქართული ცეკევებით იყო გატაცებული, როგორც ამბობდნენ, კარგი მონაცემებიც ჰქონდა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია