ოთარ კობერიძე სააკაშვილს ილია ჭავჭავაძეს ადარებს - "მას არავინ მოუკლავს და თავი დაანებეთ!"

ოთარ კობერიძე სააკაშვილს ილია ჭავჭავაძეს ადარებს - "მას არავინ მოუკლავს და თავი დაანებეთ!"

"იმას, ვინც დღეს რუსეთში მიდის, იქ უჩოქებს, თბილ სიტყვას ეუბნება და უმღერის, არ ვიცი, რა უნდა უყოს კაცმა... ერთხელ მაგისთანებზე, ვთქვი, ჩამოსახჩობებია-მეთქი და გამათახსირეს გაზეთებში... ამიტომ ეგეთი ხალხი უნდა გაწკეპლო, ჩახადო ნიფხავი და გაწკეპლო"

მსახიობი ოთარ კობერიძე, რომელიც საკუთარ პოლიტიკურ მოსაზრებებსა და სიმპათიებს არასდროს მალავდა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს დღესაც ეხმაურება:

- ყური მოვკარი გირგვლიანის საქმეში სააკაშვილს სდებენ ბრალსო და აღვშფოთდი. მიხეილ სააკაშვილს არავინ მოუკლავს და თავი დაანებეთ! მიხეილ სააკშვილი როგორ მოკლავდა?! -მივიდა მოკლა და წამოვიდა?! რაღაც უთანხმოება მოხდა, ბიჭები სცემდნენ, აიყვანეს იქ ზევით, გაექცათ და გადაიჩეხა... ეს ვერსია ვიცი მე და სრულიად ვეთანხმები! იმ ადგილს კარგად ვიცნობ, რადგან იქ გადაღება მქონდა! ხევია, ხეებია და იმ ხეებში რომ გაეჩხირა, მერე ხევში გადაიჩეხა საბრალო ბიჭი... სააკაშვილზე სისულელეების წერას თავი დაანებეთ! ის ჩვენი დროის და სინამდვილის მოვლენაა! ახალგაზრდა ვაჟი, ცოცხალი გონებით, სავსე ნიჭით, რომელიც ჩვენ ვერ გამოვიყენეთ... დიახაც, მიხეილ სააკაშვილი ისევე ვერ გამოვიყენეთ ქართველებმა, როგორც ილია ჭავჭავაძე! ასევე ვერ გამოვიყენეთ საწყალი კახა ბენდუქიძე.. ისიც უნიჭიერესი კაცი იყო და ვერ შევინარჩუნეთ. აღარ ვარგივართ ქართველები რუსების შემოსვლის შემდეგ... რუსის შემოსვლის შემდეგ ქართველი დაიღუპა...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია