20 წიგნი, რომელიც ბაჩო ახალაიას სურს წაიკითხოს, სანამ ციხეში ზის

20 წიგნი, რომელიც ბაჩო ახალაიას სურს წაიკითხოს, სანამ ციხეში ზის

გასაგები მიზეზების გამო ძალიან დიდია ინტერესი "ნაციონალური მოძრაობის" სამი ლიდერის ციხის ცხოვრების მიმართ. როგორია ვანო მერაბიშვილის და ბაჩო ახალაიას ცხოვრება გისოსებს მიღმა, Ambebi.ge-ს მკითხველმა უკვე იხილა სტატიაში, სახელწოდებით "პატიმარ ბაჩო ახალაიას და ვანო მერაბიშვილის ყოფითი ცხოვრების ექსკლუზიური დეტალები".

ყოფილი ხელისუფლების ციხეში მყოფი ამ სამი ლიდერიდან ორი მათგანი - გიგი უგულავა და ბაჩო ახალაია შემოქმედებით საქმიანობას ეწევა. უახლოეს მომავალში გიგი უგულავას სატელევიზიო პროექტი გავა ერთ-ერთი არხის ეთერში, რაც შეეხება ბაჩო ახალაიას, ის ციხეში ყოფნის პერიოდში წიგნის ავტორი გახდა.

"სოხუმი - ჩემი იერუსალიმი", - ასე ქვია წიგნს, რომელიც ბაჩო ახალაიამ დაწერა და რომლის პრეზენტაცია მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისში მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაიმართა.  ცხადია, პატიმარ ახალაიას, ისევე, როგორც სხვა პატიმრებს, კითხვისთვის ბევრი დრო აქვს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ეკა ხერხეულიძისგან ხდება ცნობილი, ახალაიას იმ წიგნების სიაც აქვს შედგენილი, რომლის წაკითხვას უახლოეს მომავალში აპირებს. სია იხილეთ ფოტოში, რომელიც ხერხეულიძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია