საქართველოში საკვები გაძვირდა - იხილეთ პროდუქტების ჩამონათვალი

საქართველოში საკვები გაძვირდა - იხილეთ პროდუქტების ჩამონათვალი

ბოლო ორ დღეში, საქართველოში საკვები პროდუქტები მნიშვნელოვნად გაძვირდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სავაჭრო ობიექტებში განუცხადეს, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასებმა მოიმატა.

ერთი ტომარა წიწიბურა 10-12 ლარით გაძვირდა, მაგალითად, თუ ტომარა აქამდე 25-26 ლარი ღირდა, ახლა 36-37 ლარი ღირს. გაძვირებულია შაქარიც. ერთი ტომარა შაქარი 61 ლარიდან 64 ლარამდე გაძვირდა. ყველა სახის ბურღულეულის ფასმა კილოგრამზე თითო ლარით მოიმატა.

10 თეთრიდან 20 თეთრამდე გაძვირდა შესქელებული რძე და თუ ღირდა 1,50 ლარი, ახალი ფასი 1,65 ლარია. ყველა დასახელების კარაქი 5-დან 10 თეთრამდე გაძვირდა.

რაც შეეხება რძის პროდუქტებს, ფასი თითქმის არ შეცვლილა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია