ლაფანყურის სპეცოპერაციის დღემდე უცნობი დეტალები

ლაფანყურის სპეცოპერაციის დღემდე უცნობი დეტალები

სახალხო დამცველთან არსებული საზოგადოებრივი საბჭო 2012 წელს ლაფანყურში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ანგარიშს 1-ლ დეკემბერს წარმოადგენს. ომბუდსმენი არ აკონკრეტებს იკვეთება თუ არა მასალების შესწავლის შედეგად ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი. როგორც საზოგადოებრივი საბჭოს ერთ-ერთი წევრი, მამუკა არეშიძე აცხადებს, ანგარიშში ეს პასუხისმგებლობა ირიბად იკვეთება, თუმცა ყველაფერი საბოლოოდ მაინც საგამოძიებო ორგანოების ხელშია და იმ კითხვებს, რომელიც ამ ანგარიშშია დასმული, პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

გარდა ამისა, ანგარიშში არის რამდენიმე დეტალი, რომელიც დღემდე უცნობი იყო და ამის თაობაზე საზოგადოება ანგარიშის გამოქვეყნებისას შეიტყობს. შეგახსენებთ, ლაფანყურში ჩატარებული სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატთან შექმნილი საზოგადოებრივი საბჭო 12 წევრისგან შედგება. ესენი არიან: სოსო ცისკარიშვილი, ლია მუხაშავრია, უმარ იდიგოვი, ზაურ გუმაშვილი, ხასო ხანგოშვილი, მურად ქავთარაშვილი, ვახტანგ მაისაია, კახა კახიშვილი, მამუკა არეშიძე, თამარ გაბისონია და გელა ნიკოლაიშვილი. ლაფანყურის სპეცოპერაციისას შსს-ს 2 და თავდაცვის სამინისტროს ერთი თანამშრომელი დაიღუპა. ასევე დაიღუპა შეიარაღებული ჯგუფის 7 წევრი.

სოსო ცისკარიშვილი:

- მიმაჩნია, რომ საბჭოს ეგიდით ძალიან ეფექტიანი და ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა. ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ, ახლა ბურთი პროკურატურისა და შსს-ს მოედანზეა. იმედი მაქვს, ქილიკს არ დაიწყებენ და დაუფიქრდებიან ამ ანგარიშს. უცნაურია, რომ არც წინა ხელისუფლებას, არც დღევანდელს, ჩემდა გასაკვირად, არც კრემლის მესვეურთ არ გამოუჩენიათ ამ საქმის გახსნის სურვილი და ალბათ, ისევ საზოგადოების აქტივობა იქნება აუცილებელი, რომ ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია