პატრულის ახალი მანქანა 120 კმ/სთ-მდე სისწრაფით შეჯახებას უძლებს - უცნობი ფაქტები სპეცავტომობილზე

პატრულის ახალი მანქანა 120 კმ/სთ-მდე სისწრაფით შეჯახებას უძლებს - უცნობი ფაქტები სპეცავტომობილზე

უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოში საპატრულო პოლიციის ახალი ავტომობილები Ford Interceptor-ი გამოჩნდა.

არის თუ არა "ფორდის" სპეცავტომობილი ისეთი მანქანა, რომელიც პოლიციის ეკიპაჟის მაქსიმალურ უსაფრთხოებასთან ერთად, დანაშაულის სწრაფ აღკვეთას და წესრიგის დაცვას მაქსიმალური კომფორტით უზრუნველყოფს?

Interceptor სპეციალურად პოლიციისთვის შექმნილი ბოლიდია, რაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. "ფორდის" სპეცმობილს წინ გაძლიერებული ბამპერი აქვს, რაც არა მარტო ვიზუალური დეტალი, არამედ, პირველ რიგში, უსაფრთხოების ერთ-ერთი უმთავრესი დეტალია - ავტომობილის ჩარჩო 120 კმ/სთ-მდე სისწრაფით შეჯახებას უძლებს!

სპეციალური, მაღალი გამძლეობის, არასერიული საბურავები და დისკები ბორდიურზე სწრაფად ავარდნას უპრობლემოდ გაუძლებს. საბარგულის კარის გახსნა მხოლოდ გასაღებით, ან მძღოლის სამუშაო მაგიდიდანაა შესაძლებელი, რაც გამორიცხავს იმას, რომ სპეცოპერაციის დროს ვინმემ საბარგულის გახსნა შეძლოს - იქ ხომ ტექნიკა და იარაღი იქნება შენახული. საბარგულში არის სპეციალური, თუთიის ვარირებადი სათავსო თავისი გაგრილების სისტემით, რომელიც ტექნიკის გადახურებას გამორიცხავს.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია