კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
21:33 / 22-01-2016
ედუარდ შევარდნაძის 10-წლიანი ფარული რომანი - "გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრეც მთხოვა შეხვედრა"
"ჩემს ცხოვრებაზე იშვიათად ვლაპარაკობ ან უფრო ზუსტად - თითქმის არასდროს ვლაპარაკობ..." - იწყებს საუბარს ჩემი მასპინძელი, ასაკოვანი ქალბატონი ანა-მარია კიპაროიძე და მიუხედავად იმისა, რომ ქართული ესმის, რუსულად ამჯობინებს თავისი ტკივილიანი ცხოვრების ექსკლუზიურად - "გზის" მკითხველისთვის მოყოლას.

- როგორც ვიცი, ედუარდ შევარდნაძეს კარგად იცნობდით...
- ოო, მასთან 10-წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა მაკავშირებს. რომ გავიცანი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ცოლ-შვილიც ჰყავდა. არ დაგიმალავთ და, ერთ დროს ძალიან საინტერესო ქალი ვიყავი. ვახტანგ ჭაბუკიანი მეტყოდა ხოლმე, - როგორ იგრძნობა, სხვა მოდგმის რომ ხარო. გახსოვთ, ქართული ფილმი "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან"? რეჟისორმა ნიკოლოზ სანიშვილმა ფილმისთვისაც გადამიღო სასინჯი კადრები.

მოკლედ, იმხანად კრიმინალურ სამსახურს ბორია რუხაძე ხელმძღვანელობდა. მე მყავდა უახლოესი მეგობარი ცისანა ხანთაძე, რომელიც ბორიას ხვდებოდა. ერთხელაც მითხრა, - ბორიამ დამპატიჟა რესტორანში და შენც წამოდი, მარტო არ მინდა წასვლაო. მართლაც წავედით. ჩემ პირდაპირ უცნობი მამაკაცი იჯდა, ედუარდ ამბროსის ძე ყოფილა. 25 იანვარს მისი დაბადების დღე იყო (დღემდე მახსოვს). თანამშრომლებმა წვეულება მოუწყეს და ბლომად ხალხი შეკრებილიყო. ლუდის გარდა არაფერს ვსვამ, იქ კი ლუდით ხომ არ იქეიფებდნენ? საუკეთესო სასმელები ჰქონდათ. ყველა ამბობდა სადღეგრძელოს, იუბილარი კი არც სვამს, არც ხმას იღებს. მე სულელმა, ერთი სირჩა კონიაკი გადავკარი, ცხოვრებაში პირველად და "დამარტყა" კიდეც თავში - მაგრად დავთვერი. უცებ წამოვხტი და, - ვინ არის ეს (ცუდი სიტყვით მოვიხსენიე), აქ რომ დამჯდარა და არც სვამს, ხმასაც არ იღებს-მეთქი? ბორიამ ფეხზე დამაბიჯა, ეგებ გაჩუმდესო, მე კიდევ, - რას მაბიჯებ, თავი დამანებე-მეთქი, - ხელი ავუქნიე.

უცებ "ის უცნობი" წამოდგა ჭიქით ხელში და, - ასეთ ქალს გაუმარჯოს, ყველაფერს პირში რომ გეტყვის, აბა, თქვენ ხართ? აქ ტკბილად რომ ლაპარაკობთ, ზურგს უკან კი კაცმა არ იცის, რას იტყვითო. უცებ გამოვფხიზლდი და
You must have Flash Player installed in order to see this player.
ბორიას ვთხოვე, აქედან გამიყვანე-მეთქი. ბორია მეუბნება, გაგიჟდი, ეს იცი ვინ არისო? და ამიხსნა. ისე შემეშინდა, სუფრასთან თავჩაქინდრული დავბრუნდი. ედუარდ ამბროსის ძე, ცხადია, ყველაფერს მიხვდა. შინ მან გამაცილა და ტელეფონის ნომერიც მთხოვა. მივეცი და ერთ თვეში დამირეკა, გამომიარა და ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა.

მერე და მერე, რომ მაკითხავდა, ძალიან ფრთხილობდა, ვინმეს არ შეემჩნია. მესამე სართულზე, პარმაღზე ვიდექი ხოლმე და ველოდებოდი, როდის მოვიდოდა. და კიდევ, რაც გაიგო, მხოლოდ ლუდს ვსვამდი, საუკეთესო ლუდით მამარაგებდა ხოლმე.

იხილეთ ვიდეო
იხილეთ სტატია სრულად
11:32 / 19-05-2017
სოფი
1
რა ტუტუცი ქალია ან რა ლექსიკით საუბრობს ან რას ბოდიალობს გამაღიზიანებელი ინტერვიუა!!
13:00 / 10-05-2017
ჩაპა
3
ჯერ ერთი ამ ქალს ნანული ათასჯერ სჯობდა და საერთოდაც ცნობილი იყო,რომ შევარდნაძე ოჯახის მოყვარული კაცი იყო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:59 / 27-05-2017  Image ქუთაისში ავტოავარიას ბავშვი იმ დროს ემსხვერპლა, როდესაც დედა მე-4 შვილზე მშობიარობდა
ბავშვი საკუთრ სახლის წინ გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა
13:24 / 27-05-2017  Image რას ამბობს განათლების მინისტრი 11 000 სკოლის მოსწავლეზე, რომელმაც გამოცდები ვერ ჩააბარა
"როგორც კი ოჯახი შეეცდება, რომ შვილს აუცილებლად უმაღლესში უკრას თავი, რა თქმა უნდა, რეპეტიტორიც
11:47 / 27-05-2017  Image თაღლითობა საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენებით - დაკავებულია პირი, რომელმაც ავტოლომბარდიდან 25 000 ლარი უკანონოდ მიიღო
ავტოლომბარდიდან თაღლითობის გზით 25 ათასი ლარის სესხის მიღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
17:09 / 26-05-2017  Image რა ხდება ტვინში ღვინის დეგუსტაციის დროს - ნევროლოგების კვლევის შედეგები გაგაოცებთ
"დაწყებული ღვინის ბოთლის დანახვიდან, მის გასინჯვამდე და გადაყლაპვამდე, პროცესში მთელი
13:33 / 26-05-2017  Image "პირველი ჯენტლმენი" - ლუქსემბურგის გეი პრემიერის მეუღლე მსოფლიო ლიდერების ცოლებთან ერთად
ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ქსავიე ბეტელი ერთსქესიან ქორწინებაში 2015 წლიდან იმყოფება
პოპულარული კომენტარები
ინდურ სერიალად ნუ გადააქცევთ . ესაა უდიდესი ტრაგედია რაც მოხდა. მარტო ის რომ ეს გოგონა პრიმა ბალერინა გახდა, თუ ფიქრობს ვინმე ეს როგორი შრომის ფასად მიაღწია.ბალერინობას რომ მიაღწიო, უნდა იყო სათნო კეთილი, ნიჭიერი შრომისმოყვარე.რატომ არავინ არ ამბობს რატომ დაიწყო სმა ? ლოთი იყო და ისე ცეკვავდა? როგორ , ლოთობით გახდა პრიმა ბალერინა? ცოტა დაუკვირდით რა, მარტო მის ლანძღვაზე რომ გადახვედით ეგრე სადაა. იცის ვინმემ ის დედა , თუ დედობილი, როგორ ეპყრობოდა? რას ეუბნებოდა ?სულაც იქნებ მან მიიყვანა იმ ზომამდე, რომ ეს საშინელება ჩაიდინა. ჩვენ არაფერი ვიცით.იქნებ ისეა გამწარებული ,რომ არც ნანობს ეს უბედური გოგო. გ ინდათ გამლანძღეთ მეცოდება ორივე
და რა გინდათ,რომ თქვენი აგრესიული და დამცინავი კომენტარებით თქვათ?გინდათ დაამტკიცოთ,რომ მაღალი ზნეობის და მორალის მატარებლები ხართ?!თუ იმას გვიჩვენებთ,რომ ეკლესიურები და რელიგიურები ხართ?! რომელიღაც თქვენთაგანი წერდა,რომ ამ ყველაფერს ბავშვები და ახალგაზრდები ხედავენ...არ გაგიგიათ,რომ ჰომოსექსუალიზმი გადამდები არ არის?! ადამიანი ასეთი იბადება! გაიგეთ ხალხნო!!!რა სიბნელეა ასეთი უსაშველო...გამოდით გამოქვაბულიდან! პრეტენზიები ხომ გაქვთ,რომ ხალხი მოძღვროთ?-დაჯექით და ცოტაოდენი განათლება მიიღეთ! დაიმახსოვრეთ,რომ ადამიანი სხვისი მაგალითით და წაქეზებით გეი ვერ გახდება! სხვისი მაგალითით ბავშვმა შეიძლება სწავლას მოუკლოს, მასწავლებელს ეუზრდელოს... მაგრამ ჰომოსექსუალად ვერ გადაიქცევა! საფრანგეთის პრეზიდენტს რაც შეეხება: საინტერესო ლოგიკა გაქვთ-კაცმა თუ შეიძლება თავისზე ბევრად უმცროსი გოგონა ცოლად შეირთოს(მარტო საქართველოში რამდენია ასეთი...), რატომ არ შეიძლება კაცს ჰყავდეს თავისზე უფროსი ცოლი?! ამერიკის პრეზიდენტს რამდენი წლით უმცროსი მეუღლე ჰყავს?მას რატომ არ აკრიტიკებთ? რატომ გაქვთ ყოველთვის შერჩევითი "სამართალი"?არ გეყოთ ამდენი ბოღმის გადმონთხევა?ამით ხომ მხოლოდ იმას ამტკიცებთ,რომ ლუზერები ხართ და დაკომპლექსებულები... თქვენი მაღალი ზნეობის და წრფელი რელიგიურობის კი სჯერა რომელიმე საღად მოაზროვნეს?!
ინტერნეტკონფერენცია
2017-05-24 06:59:12
სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას სავარაუდო...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49