ედუარდ შევარდნაძის 10-წლიანი ფარული რომანი - "გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრეც მთხოვა შეხვედრა"

ედუარდ შევარდნაძის 10-წლიანი ფარული რომანი - "გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრეც მთხოვა შეხვედრა"

"ჩემს ცხოვრებაზე იშვიათად ვლაპარაკობ ან უფრო ზუსტად - თითქმის არასდროს ვლაპარაკობ..." - იწყებს საუბარს ჩემი მასპინძელი, ასაკოვანი ქალბატონი ანა-მარია კიპაროიძე და მიუხედავად იმისა, რომ ქართული ესმის, რუსულად ამჯობინებს თავისი ტკივილიანი ცხოვრების ექსკლუზიურად - "გზის" მკითხველისთვის მოყოლას.

- როგორც ვიცი, ედუარდ შევარდნაძეს კარგად იცნობდით...

- ოო, მასთან 10-წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა მაკავშირებს. რომ გავიცანი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ცოლ-შვილიც ჰყავდა. არ დაგიმალავთ და, ერთ დროს ძალიან საინტერესო ქალი ვიყავი. ვახტანგ ჭაბუკიანი მეტყოდა ხოლმე, - როგორ იგრძნობა, სხვა მოდგმის რომ ხარო. გახსოვთ, ქართული ფილმი "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან"? რეჟისორმა ნიკოლოზ სანიშვილმა ფილმისთვისაც გადამიღო სასინჯი კადრები.

მოკლედ, იმხანად კრიმინალურ სამსახურს ბორია რუხაძე ხელმძღვანელობდა. მე მყავდა უახლოესი მეგობარი ცისანა ხანთაძე, რომელიც ბორიას ხვდებოდა. ერთხელაც მითხრა, - ბორიამ დამპატიჟა რესტორანში და შენც წამოდი, მარტო არ მინდა წასვლაო. მართლაც წავედით. ჩემ პირდაპირ უცნობი მამაკაცი იჯდა, ედუარდ ამბროსის ძე ყოფილა. 25 იანვარს მისი დაბადების დღე იყო (დღემდე მახსოვს). თანამშრომლებმა წვეულება მოუწყეს და ბლომად ხალხი შეკრებილიყო. ლუდის გარდა არაფერს ვსვამ, იქ კი ლუდით ხომ არ იქეიფებდნენ? საუკეთესო სასმელები ჰქონდათ. ყველა ამბობდა სადღეგრძელოს, იუბილარი კი არც სვამს, არც ხმას იღებს. მე სულელმა, ერთი სირჩა კონიაკი გადავკარი, ცხოვრებაში პირველად და "დამარტყა" კიდეც თავში - მაგრად დავთვერი. უცებ წამოვხტი და, - ვინ არის ეს (ცუდი სიტყვით მოვიხსენიე), აქ რომ დამჯდარა და არც სვამს, ხმასაც არ იღებს-მეთქი? ბორიამ ფეხზე დამაბიჯა, ეგებ გაჩუმდესო, მე კიდევ, - რას მაბიჯებ, თავი დამანებე-მეთქი, - ხელი ავუქნიე.

უცებ "ის უცნობი" წამოდგა ჭიქით ხელში და, - ასეთ ქალს გაუმარჯოს, ყველაფერს პირში რომ გეტყვის, აბა, თქვენ ხართ? აქ ტკბილად რომ ლაპარაკობთ, ზურგს უკან კი კაცმა არ იცის, რას იტყვითო. უცებ გამოვფხიზლდი და ბორიას ვთხოვე, აქედან გამიყვანე-მეთქი. ბორია მეუბნება, გაგიჟდი, ეს იცი ვინ არისო? და ამიხსნა. ისე შემეშინდა, სუფრასთან თავჩაქინდრული დავბრუნდი. ედუარდ ამბროსის ძე, ცხადია, ყველაფერს მიხვდა. შინ მან გამაცილა და ტელეფონის ნომერიც მთხოვა. მივეცი და ერთ თვეში დამირეკა, გამომიარა და ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა.

მერე და მერე, რომ მაკითხავდა, ძალიან ფრთხილობდა, ვინმეს არ შეემჩნია. მესამე სართულზე, პარმაღზე ვიდექი ხოლმე და ველოდებოდი, როდის მოვიდოდა. და კიდევ, რაც გაიგო, მხოლოდ ლუდს ვსვამდი, საუკეთესო ლუდით მამარაგებდა ხოლმე.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია