ლისტერიოზი - საშიში დაავადება, რომელიც ადამიანის სიკვდილს იწვევს

ლისტერიოზი - საშიში დაავადება, რომელიც ადამიანის სიკვდილს იწვევს

ხინკალი, პელმენი, შებოლილი ხორცი და თევზი... - ეს ის პროდუქტებია, რომლებიც საქართველოში ძალიან ბევრს უყვარს, თუმცა, არავინ ფიქრობს, რომ ერთი შეხედვით გემრიელი საკვები შეიძლება მავნე ბაქტერიებით იყოს სავსე და ადამიანის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. ლისტერია მონოციტოგენეზი - ასე უწოდებენ მეცნიერები საშიშ ბაქტერიას, რომელიც სურსათის უვნებლობის სამსახურმა რამდენიმე საწარმოს მიერ გამოშვებულ ხორცპროდუქტში აღმოაჩინა, კერძოდ, ხორცპროდუქტების გადამმუშავებელი საწარმო "კედარის" მიერ 4 ოქტომბერს წარმოებულ, გაყინულ ქაბაბში, რის გამოც "კედარს" პროდუქციის ქსელიდან ამოღება დააკისრეს და 1.000 ლარით დააჯარიმეს. მოგვიანებით, იგივე ბაქტერია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს "მადას" წარმოების ხორცის პელმენშიც აღმოაჩინა და ისიც დააჯარიმა.

ლისტერია მონოციტოგენეზი საშიში ბაქტერიაა. ის საქართველოში ბოლოს 1971 წელს აღმოაჩინეს, ახლა კი, ერთბაშად რამდენიმე საწარმოში იპოვეს - ძირითადად, იმპორტირებული ხორცისგან დამზადებულ პროდუქტებში, ამიტომ სპეციალისტები საბაჟოზე კონტროლის მაქსიმალურ გამკაცრებას მოითხოვენ. ეს არის პათოგენური მიკროორგანიზმი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ბაქტერია იწვევს საშიშ დაავადებას, რომელსაც ლისტერიოზს უწოდებენ და თუკი ადამიანი დაავადდა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალზე მაღალია. მოსახლეობას აინტერესებს, რა ტიპის ბაქტერიაა ეს და როგორ უნდა დავიცვათ მისგან თავი. ამის გასარკვევად სპეციალისტებს მივმართეთ.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია