პრეზიდენტი და პირველი ლედი შვილს ცხოველებთან და ფრინველებთან, მაუგლივით გაზრდიან - ინტერვიუ მაკა ჩიჩუასთან

პრეზიდენტი და პირველი ლედი შვილს ცხოველებთან და ფრინველებთან, მაუგლივით გაზრდიან - ინტერვიუ მაკა ჩიჩუასთან

საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე მაკა ჩიჩუა ტელეკომპანია "იმედის" "დღის შოუს" სტუმრობდა. ორსულმა პირველმა ლედიმ აღნიშნა, რომ მას რეზიდენციაში ცხოვრებას დუშეთში, ბუნებაში ყოფნა ურჩევნია. ჩიჩუას თქმით, ის პატარას გაზრდას დუშეთში აპირებს. ამიტომ ოჯახის ახალი წევრისთვის ოთახი საჩქაროდ მოაწყვეს.

"სიყვარული და ლტოლვა მიწის, ბუნებისა და ცხოველების მიმართ ბავშვობიდან მაქვს. გამიმართლა, რომ გიორგი აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელიც გიჟდება დუშეთზე. თავის ხელით აქვს აწყობილი ყველაფერი. პატარა სახლია და იქ გავაკეთეთ ბავშვისთვის ოთახი. ბავშვი გაიზრდება სუფთა ჰაერზე, იქნება ცხოველებთან და ფრინველებთან, იქნება მაუგლი... არ გვქონდა იზოლირებული ოთახი ბავშვისთვის და ახლა ჩქარ-ჩქარა გავაკეთეთ ბავშვის ოთახი. პატარას ოთახს უზარმაზარი ფანჯარა აქვს, რომლიდანაც არაჩვეულებრივი ხედია, - მთელი დუშეთი ჩანს".

პირველი ლედი ამბობს, რომ მის მეზობლებს უკვირთ, რომ მცირე ბინაში ცხოვრობს პრეზიდენტის ოჯახი. "რომ შემოდიან გვეუბნებიან, უი, თქვენც კარგად გასარემონტებელი გაქვთ სახლიო", - ხუმრობს მაკა ჩიჩუა.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია