იტალიელი მაგნატი, რომელიც სამეგრელოში მიწებს ფლობს

იტალიელი მაგნატი, რომელიც სამეგრელოში მიწებს ფლობს

Bloomberg Billionaires Index-ის ბოლო მონაცემებით, "ნუთელასა" და "ქინდერის" მწარმოებელი კომპანიის მფლობელის ქონებამ 23,4 მილიარდი შეადგინა

50 წელზე მეტია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობისთვის იტალიური სამზარეულო, პიცასთან და პასტასთან ერთად, შოკოლადის უგემრიელეს ნუგბართან ასოცირდება, რომელსაც გასული საუკუნის შუა წელში იტალიელმა კონდიტერმა პიეტრო ფერერომ ჩაუყარა საფუძველი.

Bloomberg Billionaires Index-ის ბოლო მონაცემებით, "ნუთელასა" და "ქინდერის" მწარმოებელი კომპანიის მფლობელის ქონებამ 23,4 მილიარდი შეადგინა, რისი წყალობითაც მიკელე ფერერო მსოფლიოში ყველაზე მდიდარ იტალიელად დასახელდა, მსოფლიოს მილიარდერებს შორის კი 30-ე პოზიციაზეა.

იტალიური შოკოლადის მწარმოებელი საქვეყნოდ ცნობილი 1956 წელს, კომპანია Ferrero SpA-ს პირველი ფაბრიკის იტალიის საზღვრებს მიღმა, გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში გახსნის შემდეგ გახდა, რომელსაც წლების განმავლობაში ფაბრიკები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მოჰყვა. დღეს "ფერერო" მსოფლიო მასშტაბით 38 სავაჭრო კომპანიას, 70-ზე მეტ შვილობილ კომპანიასა და 18 ფაბრიკას აერთიანებს, რომელშიც 22 000 ადამიანია დასაქმებული.

ფერეროების შოკოლადის დინასტიას საფუძველი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჩაეყარა, როცა პიეტრო და ჯოვანი ფერეროებმა მამის დანატოვარი საფუნთუშის საკონდიტროდ გადაკეთება გადაწყვიტეს. იტალიელმა ძმებმა ბიზნესი თავდაპირველად პურის ცხობით დაიწყეს, თუმცა პიეტრო ფერერო მალე მიხვდა, რომ მხოლოდ პურის გაყიდვა დიდ სარგებელს ვერ მოიტანდა და საფუნთუშე საკონდიტროდ აქცია. სწორედ აქ, პატარა საკონდიტროში დაიწყო ისტორია, რომელიც დღემდე წარმატებით გრძელდება.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია