გრიგორი ლეპსის სკანდალური კონცერტის დეტალები: რა კითხვის გამო დააპატიმრა ჟურნალისტები მომღერლის დაცვამ

გრიგორი ლეპსის სკანდალური კონცერტის დეტალები: რა კითხვის გამო დააპატიმრა ჟურნალისტები მომღერლის დაცვამ

რუსი მომღერლის, გრიგორი ლეპსის კონცერტის დაწყებამდე ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტსა და ოპერატორთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 163-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტის თქმით, გრეგორი ლეპსს და მის გარემოცვას დასმული კითხვები არ მოეწონა და უთხრეს, რომ მასალა ვერ მოხვდებოდა ეთერში. ამის შემდეგ მომღერლის დაცვამ მას და ოპერატორს საათზე მეტხანს ოთახიდან გასვლის საშუალება არ მისცა.

ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტი ნინი მეტრეველი და ოპერატორი სერგი ბარამიძე საგამოძიებო უწყებაში დაკითხეს.

გამოძიებას ნინი მეტრეველთან და მის ოპერატორთან კითხვები გრიგორი ლეპსის კონცერტამდე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჰქონდა. დაკითხვაზე იმყოფებოდა დაცვის ის თანამშრომელიც, რომელიც ჟურნალისტის თქმით, ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც გადამღებ ჯგუფს სპორტის სასახლის დატოვების უფლებას არ აძლევდა.

როგორც დაკითხვიდან გამოსულმა ნინი მეტრეველმა განაცხადა, გამოძიებას კითხვები ჰქონდათ მომხდართან დაკავშირებით.

კონცერტამდე კი, მოქალაქეთა ჯგუფმა კონცერტზე მისულ მაყურებელს ე.წ. სირცხვილის დერეფანი მოუწყო.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია