ქალაქის მთავრობის მიერ "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით დახარჯულ თანხებს პროკურატურა სწავლობს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია"რუსთავი-2" ავრცელებს.
პროკურატურა სწავლობს, თუ რამდენად მიზნობრივად მოხდა "თბილისობის" დღესასწაულისთვის გამგეობების მხრიდან თანხების ხარჯვა. პროკურატურამ მერიიდან დოკუმენტაცია მერიიდან და გამგეობებიდან უკვე გაიტანა.
დამატებითი დეტალები უცნობია, კომენტარი ჯერჯერობით არც პროკურატურაში და არც თბილისის მერიაში არ გაკეთებულა.