გაშიშვლებულ მედავითნეს საკუთარი დედა ანტიქრისტეს უწოდებს - "ფლეიბოის" მოდელის ცხოვრების გაუხმაურებელი ფაქტები

გაშიშვლებულ მედავითნეს საკუთარი დედა ანტიქრისტეს უწოდებს - "ფლეიბოის" მოდელის ცხოვრების გაუხმაურებელი ფაქტები

ცნობილ ქართველ მოდელ თამუნა ვაშალომიძეს ოჯახის წევრები საჯაროდ დაუპირისპირდნენ. დედა, მარიამ ესიტაშვილი აცხადებს, რომ მან ანტიქრისტე გააჩინა და ამის გამო ცუდად არის; მუსიკოსი კაკო ვაშალომიძე კი ამბობს, რომ ის თამუნას ბიოლოგიური მამა არ არის და მას უბრალოდ, საკუთარი გვარი მისცა. ოჯახის წევრებს თამუნა ვაშალომიძე პასუხობს.

- თამუნა, გახდას პირდაპირ ეთერში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ხომ არ ნანობ ამ ნაბიჯს?

- არ ვნანობ და კიდევ გავიხდი, თუ საჭირო იქნება. პირიქით, სტიმულია ჩემთვის ყველა ესემესი და კომენტარი, რასაც წერენ. ბევრმა არასწორად იცის, რა ხდება ჩემს გარშემო, ბევრი ადამიანი კი მგულშემატკივრობს და მხარდაჭერას მიცხადებს, რისთვისაც მადლობას ვიხდი.

- მამაომ, არ ვიცოდიო...

- მამაომ იცოდა, რომ მოდელი, მენეჯერი და კოსოვოს კონკურსის მონაწილე ვიყავი. მე როცა დავურეკე მამაოს და ვუთხარი ჩაწერა მაქვს-თქო, რაზეც თანხმობა მომცა, არც ვიცოდი, რომ უნდა გამეხადა. ეს მინდოდა შოუსთვის და საკუთარი ინიციატივით გავიხადე. რა არის ამაში ცუდი? რაც შეეხება იმას, რომ თურმე ბოდიში უნდა მოვიხადო, თუ იმიტომ უნდა გავაკეთო ეს, რომ არ ვიცოდი, რომ უნდა გამეხადა, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ საბოდიშო არაფერი გამიკეთებია.

- ამის შემდეგ გქონდა საუბარი მამაოსთან?

- იცოდა, რომ ვარ მოდელი და მენეჯერი. ყოველკვირეულად არა, მაგრამ ხშირად მქონდა მასთან კონტაქტი.

- ნაწყენი ხარ?

- არ ვარ, მე მესმის მისი.

- თუ გაეცანით კაკო ვაშალომიძის და დედათქვენის კომენტარს, კაკო ამბობს, რომ ის თქვენი ბიოლოგიური მამა არ არის, დედა კი აცხადებს, რომ მან ანტიქრისტე გააჩინა...

- დედისგან არ გამკვირვებია. ვიცოდი, როდესმე ცუდად გამოჩნდებოდა. არც მწყენია, მიჩვეული ვარ მისგან ცუდს. ისეთ ადამიანზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, ვინც საკუთარი დედის ცემის გამო 12 დღე ციხეში იყო. მე ვუჩივლე დედაჩემს, რომელიც მის საწყალ 82 წლის დედას სცემდა, რომელმაც დედაჩემი იშვილა და გაზარდა. არ ვაპირებდი ამ თემაზე საუბარს, რადგან ოჯახი წმინდაა ჩემთვის, მაგრამ თუ გაამწვავებენ მდგომარეობას და ანტიქრისტეს და ეშმაკს მიწოდებენ, დოკუმენტებით დავამტკიცებ ყველაფერს და ხალხმა განსაჯოს ტყუილ-მართალი. რაც შეეხება კაკოს, 7 წლიდან ვიცოდი, რომ მამა იყო, 9 წლის ასაკში კი გავიგე, რომ მამაჩემი არ იყო. 12 წლის ასაკში მომცა გვარი. მე ხომ მას არ ვაძალებდი, გვარი მოეცა?

- რატომ წამოხვედი სახლიდან 9 წლის წინ?

- იყო კონფლიქტები ოჯახში, რის გამოც 9 წლის წინ წამოვედი სახლიდან. ჩემი მხრიდან იყო ოჯახთან შერიგების მცდელობები. არ მინდოდა კონფლიქტი, მაგრამ 9 წელი რომ ცდილობ ოჯახთან ურთიერთობის აღდგენას და დედა მხოლოდ გემუქრება, დავიღალე.

- დედასთან კონფლიქტის გამო დატოვეთ ოჯახი, თუ კაკო ვაშალომიძესთანაც გქონდათ დაპირისპირება?

- არ მინდა ჯერ ამაზე კონკრეტულად საუბარი.

- ძმასთან გაქვთ ურთიერთობა?

- ეს ჩემი ნახევარძმაა, მასთან იშვიათად მაქვს კონტაქტი.

- დედა და კაკო ერთად ცხოვრობენ?

- არა, ორწელიწადნახევარია, დაშორდნენ.

- დედათქვენი აცხადებს, რომ ის გირეკავთ, გწერთ და არ პასუხობთ...

- არ მაქვს კონტაქტი. არც დაბლოკილი არ მყავს. არ მინდა მასთან ურთიერთობა, ბევრი ტკივილი მომაყენა. ჩადით სოფელში და იკითხეთ. ბებია მომვლელთან ცხოვრობს, დედაჩემთან რომ დარჩენილიყო, ცოცხალი არ იქნებოდა. დედა მას სცემდა, მეც ცუდად მექცეოდა - თმით მითრევდა, სიტყვიერად მემუქრებოდა. ბებიაჩემი მირეკავდა და მეუბნებოდა, გეხვეწები შვილო, სოფელში არ ჩამოხვიდე, ვინმე არ დაგხვდეს, რამე არ მოგივიდესო. იძულებული გავხდი პოლიციისთვის მიმემართა, რის შედეგად დედას აეკრძალა 30 დღით ჩვენთან მოახლოება. სულ იყო ძალადობა მისი მხრიდან. როგორც ბებიისგან გავიგე, მას ხან დანას ადებდა, ხან ბალიშით გუდავდა და ა.შ. ბოლოს ვუჩივლე, მოსამართლემ შეუფარდა, 30 დღით არ მოგვკარებოდა, მაგრამ არ მოისვენა, როცა სოფელში ჩავედი ბებიასთან, მეც მომაყენა შეურაცხყოფა და სასამართლომ 12 დღით დააპატიმრა დედაჩემი. ჩემს ოჯახში არავინ მუშაობს. კაკოსთან დაშორების შემდეგ დედაჩემი გათხოვდა, ვცდილობდი მომვლელი, დედა, ბებია, დედაჩემის ქმარი მერჩინა და აღმედგინა ურთიერთობა, მაგრამ არაფერმა გაჭრა დედაჩემთან.

- ბებიამ გნახა ტელევიზორში გახდილი?

- ყველაზე მეტად მისი მეშინოდა, რადგან 3 ინფარქტი აქვს გადატანილი. რომ დავურეკე, მითხრა, ჩემო გოგო, კარგი იყავიო. გუშინაც ვესაუბრე და მითხრა, ნუ ნერვიულობო. ახლობლები და ნათესავები ძალიან მგულშემატკივრობენ. ბებო თელავის რაიონში ცხოვრობს, სოფელ ქვემო ხოდაშენში მომვლელთან. ორი დიდი სახლი დედას დავუტოვეთ.

- აპირებ გვარის შეცვლას?

- იქეთ კვირაში მივმართავ სასამართლოს. არ მინდა, კაკო ვაშალომიძე იყოს მამაჩემი. გვარს რაც შეეხება, შეიძლება ბებიაჩემის გვარზე გადავიდე, არის შესაძლებელი კაკოს გვარზე დავრჩე, რადგან ძალიან მომწონს.

- არ იცით, თქვენი ნამდვილი მამა ვინ არის?

- სულ მაინტერესებდა, რატომ ვეწერე დედის გვარზე. მეუბნებოდნენ, ვინ შეიძლება ყოფილიყო მამაჩემი, მაგრამ არ მაინტერესებდა, რადგან კაკომ მომცა გვარი და მას დიდ პატივს ვცემ ამის გამო. 16 წლამდე მან გამზარდა, შეურაცხყოფა იქნებოდა, როცა ასე ზრუნავს ადამიანი, შენ მამა ეძებო. ჩემს ნამდვილ მამასაც არ გასჩენია სურვილი მოვეძებნე, შეიძლება არც იცის ჩემს შესახებ.

ასევე იხილეთ| "შეცდომაში შეიყვანეს ტელევიზიაც და მოძღვარიც" - გაშიშვლებული მედავითნის პირადი მოძღვრის პირველი კომენტარი

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია