კიკეთში, მეგობრისგან ჩაცხრილული 24 წლის ნიკუშა ნატროშვილის გადარჩენისთვის Facebook-ზე ერთიანდებიან

კიკეთში, მეგობრისგან ჩაცხრილული 24 წლის ნიკუშა ნატროშვილის გადარჩენისთვის Facebook-ზე ერთიანდებიან

სოციალურ ქსელ Facebook-ზე ნიკუშა ნატროშვილის გადარჩენისთვის ერთიანდებიან. მეგობრებისგან განწირული 24 წლის ნიკუშას შესახებ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივლისში გახდა ცნობილი. მას კიკეთში მეგობარმა ავტომატის ჯერი დაახალა და მიიმალა. ის იყო, თვითმხილველებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, რომ გზაზე მანქანა შენიშნეს და დახმარება ითხოვეს. მძღოლმა დაჭრილი მაშინვე თავის მანქანაში გადაიყვანა და თბილისისკენ დიდი სიჩქარით დაიძრა. წყნეთის გზაზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემოხვდათ და დაჭრილი მანქანაში გადაიყვანეს. როგორც ექიმები ამბობენ, რომ არა ოპერატიულობა, შესაძლოა, ნიკა დაღუპულიყო.

"ნიკოლოზ ნატროშვილი უმძიმეს შოკურ მდგომარეობაში მოიყვანეს - ჭრილობებით მუცლის არეში, ერთი ჭრილობა ბარძაყის მიდამოშიც ჰქონდა, ნაწლავები გამოყრილი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სიცოცხლე შევუნარჩუნოთ", - იხსენებს "კვირის პალიტრასთან" საუბრისას საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნატა ხურციძე.

რა გახდა მეგობრებს შორის კონფლიქტის მიზეზი, ამაზე არავინ საუბრობს. ძალოვანებისა და ახლობლებისთვის ცნობილია დამნაშავის ვინაობა, მას ეძებენ...

მარიამ ბეჟიაშვილი, ნიკა ნატროშვილის მეუღლე: - ეს უბედურება ნიკუშას მეგობრის, გიორგი მგალობლიშვილის ეზოში მოხდა. ერთ-ერთი მეგობრის ცოლს შეურაცხყოფა მიაყენეს და ამის გამო შელაპარაკდნენ. ბიჭები შოკში არიან, ვერაფრით ივიწყებენ, როგორ ეჭირათ ხელში ნიკუშას ნაწლავები. ვინც დაჭრა, ნიკუშა მასთანაც მეგობრობდა, ერთმანეთი ცოტა ხნის წინ გაიცნეს. ვიცი, რომ 20 წლის არის, საბურთალოზე ცხოვრობს, ნასამართლევი არასდროს ყოფილა...

სოციალურ ქსელ Facebook-ზე ნიკუშას დასახმარებლად ერთიანდებიან. "ჩვენ გადავარჩენთ ნიკუშა ნატროშვილს", - ამ სახელწოდების ჯგუფში ქველმოქმედ ადამიანებს აერთიანებენ.

ადამიანებს ნიკუშას დასახმარებლად მოუწოდებს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანიც:

"კიკეთში ჩაცხრილეს. დედამისს ერთადერთი შვილი ჰყავს. გაყიდა ყველაფერი, რომ ნიკუშა გადაერჩინა. გასაყიდი არაფერი აღარ აქვს! არა და სჭირდება სასწრაფო ოპერაცია. სოლიდური თანხა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბიჭს გადავარჩენთ! ბევრი ადამიანი რეკავს, ამიტომ შეფერხებაა. რამდენიმეჯერ სცადეთ", - წერს ნანუკა Facebook-ზე.

რეკვიზიტები დახმარების მსურველთათვის:

0901700165 - "მაგთის" და "ბილაინის" აბონენტებისთვის, ზარი - 1 ლარი.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია