"გაიღვიძებს და გავარკვევ" - გეგა ჩიჩუას ოჯახის წევრებმა არ იციან, გახდა თუ არა ანა მარგველაშვილი მათი რძალი

"გაიღვიძებს და გავარკვევ" - გეგა ჩიჩუას ოჯახის წევრებმა არ იციან, გახდა თუ არა ანა მარგველაშვილი მათი რძალი

რეალურად, გათხოვდა თუ არა ანა მარგველაშვილი, ეს კითხვა ამ დრომდე პასუხგაუცემელია.  Ambebi.ge-მ ინფორმაციის გადამოწმება ანა მარგველაშვილის და გეგა ჩიჩუას მეგობრებთან სცადა, თუმცა მათ ამ თემაზე საუბრისგან თავი შეიკავეს. Ambebi.ge მუსიკოს ლევან ჩიჩუას დაუკავშირდა, რომელიც გეგას ძმა არის.

- მართლა იქორწინა თქვენმა ძმამ ანა მარგველაშვილზე?

- ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. ნამდვილად არ ვიცი, რადგან მე სულ სტუდიაში ვარ და ვმუშაობ.

- "ფეისბუქზე" ეწერათ...

- არ ვიცი, არ მინახავს.

- დიდი ხანია შეყვარებულები არიან?

- რამდენი ხანია ერთად არიან. მათ ფოტოებზეც მიხვდებით, რომ შეყვარებულები იყვნენ.

- თქვენზე და ანაზე დადიოდა ჭორები, რომ ერთმანეთი გიყვარდათ და ანა "ცეკვავენ ვარსკვლავების" რეპეტიციებზეც დადიოდა თქვენთან ერთად. მაშინ დაიწყო ანას და თქვენი ძმის სასიყვარულო ურთიერთობა?

- არ ვიცი, მე არ ვერევი ჩემი ძმის პირად ცხოვრებაში, არც მისი და ანას ურთიერთობაში. მას თავის ცხოვრება აქვს, მე ჩემი. ჯერჯერობით არ ვიცი, იქორწინა თუ არა ანაზე, გაიღვიძებს და გავარკვევ.

Ambebi.ge-ს ზარებს ლევან ჩიჩუამ მოგვიანებით აღარ უპასუხა. ჩვენ გეგას ოჯახს დავუკავშირდით. კითხვაზე, იქორწინა თუ არა გეგამ ანა მარგველაშვილზე, გვიპასუხეს, რომ ჯობდა ამ თემაზე მოგვიანებით თავად გეგასთან გვესაუბრა, თუმცა მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია ანა მარგველაშვილის გათხოვების შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც წყვილმა Facebook-ზე მიუთითა, რომ ისინი დაქორწინდნენ.

თამარ ბოჭორიშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია