ქართველმა რკინიგზელმა 500 ადამიანი სიკვდილისგან იხსნა - "მგზავრებმა დღემდე არ იციან, რას გადაურჩნენ"

ქართველმა რკინიგზელმა 500 ადამიანი სიკვდილისგან იხსნა - "მგზავრებმა დღემდე არ იციან, რას გადაურჩნენ"

ნათქვამია, ზოგის ბამბაც ჩხრიალებს და ზოგის კაკალიც არაო... ყველას გვინახავს, როგორ დგანან ნამდვილი გმირები ჩრდილში და როგორ იბრალებენ მათ საქმეებს ქოსატყუილები... მაგრამ ოდესმე სიმართლის ნერგი იხარებს და მდაბლად დაგაკვრევინებს თავს მისთვის, ვინც სულ რამდენიმე წუთში მეტი შეძლო, ვიდრე ზოგმა მთელი სიცოცხლის მანძილზე. აი, ასე მომინდა, რიგითი რკინიგზელის, გაიოზ გორჯოლაძისთვის თავის დახრა, როცა მის შესახებ გამოგზავნილი წერილი წავიკითხე - დაახლოებით 500 კაცი გადაარჩინაო. მერე ბატონი გაიოზი მოვძებნე და ის დღე გავახსენებინე:

- 2006 წელი იყო. მორიგემ მანიშნა და რკინიგზის სკრა-გორის მონაკვეთზე დავძარი სატვირთო შემადგენლობა, რომელსაც აალებადი საწვავი მიჰქონდა. ეს ძალზე საშიში ტვირთია. თანაც სატვირთო მატარებლები სამგზავროზე ნაკლები სიჩქარით მოძრაობენ, მათი სიჩქარის აწევა სარისკოა, ამიტომ ლიანდაგზე, რომელზეც სატვირთო მატარებელი მიდის, სამგზავრო რამდენიმე საათის შემდეგ უნდა გაუშვა, რათა რაიმე კატასტროფა არ მოხდეს. გულდაიმედებული მივდივარ და უეცრად რაციის წყვეტილი ხმა მესმის, - თბილისი-ზუგდიდის სამგზავრო მატარებლის მემანქანე მორიგეს ეკითხება, - ამა და ამ ლიანდაგზე ვარ და რომელ მონაკვეთში შემოვიდეო. როცა მემანქანეს არ ეხება, ასეთ სიგნალებს ყურს არ უგდებს ხოლმე, მე კი, რატომღაც, ყველა ხმას ვისმენ. ეს გავიგონე თუ არა, ჩაქუჩივით დამკრა თავში, - მე ხომ ზუსტად ამ მონაკვეთში ვმოძრაობ-მეთქი! თუ სიჩქარეს არ მოვუმატებდი, თბილისი-ზუგდიდი რამდენიმე წამში დამეწეოდა, მერე კი ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახებოდა და მსხვერპლიც ძალიან დიდი იქნებოდა. რაცია მოვიმარჯვე და სადგურის მორიგეს ვუბღავლე, - ზუგდიდის მატარებელი გააჩერე, უკან მომდევს-მეთქი. მერე კი გავიფიქრე, რაც მოხდება, მოხდეს, ჩემი - ერთი კაცის სიკვდილი სჯობია იმდენი ხალხის დახოცვას-მეთქი და სიჩქარეს მოვუმატე.

- მერე რა მოხდა?

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია