რა მანქანა ვიყიდოთ? პასუხი ყველა კითხვაზე ვებგვერდზე autobild.ge

რა მანქანა ვიყიდოთ? პასუხი ყველა კითხვაზე ვებგვერდზე autobild.ge

ყველაზე პოპულარული საავტომობილო ჟურნალის, "Auto bild საქართველოს" ოფიციალური ვებგვერდი autobild.ge ერთგული მომხმარებლების მრავალრიცხოვან არმიას შესანიშნავ და, რაც მთავარია, პრაქტიკულ სიახლეს სთავაზობს:

იხილეთ კატალოგი- ”რა მანქანა ვიყიდოთ”

ვებგვერდს დაემატა ახალი განყოფილება, სახელწოდებით "რა მანქანა ვიყიდოთ". ეს არის ავტომობილების სრულყოფილი კატალოგი, რომელიც საქართველოში ყველა აქტუალური მოდელის სრულ და მარტივად გასაგებ მიმოხილვას მოიცავს.

კატალოგში დასაწყისისთვის შედის 400-მდე მოდელი და თითოეული ავტომობილის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციაა მოცემული.

მომხმარებელი მიიღებს პასუხებს მისთვის უმთავრეს კითხვებზე: რამდენად გამძლეა მანქანა? რამდენად ხელმისაწვდომია მისი სერვისი საქართველოში? იშოვება თუ არა ნაწილები? რა ძრავებითაა ხელმისაწვდომი ავტომობილი? რამდენია საწვავის ხარჯი ამა თუ იმ ძრავით? რა ჯდება საჭის გადატანა? როგორია სალონი და ხმაურ-იზოლაცია? რა პრობლემები ახასიათებს? საიდან ჯობია ჩამოყვანა? და ა.შ.

მომხმარებელს საშუალება ეძლევა, სხვადასხვა ავტომობილი ერთმანეთს შეადაროს და დაალაგოს მოდელები მათი ფასის მიხედვით. თითოეული მოდელის ფასი საორიენტაციოა - გამოყვანილია საშუალო ფასი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია ამ ავტომობილის შეძენა (შესაძლოა, ამ ფასზე 10-15 პროცენტით ძვირად ან იაფად).

საორიენტაციო ფასი აღებულია იმის გამო, რომ ავტომობილების ფასის მიხედვით ძებნა და დალაგება უფრო ეფექტიანი ყოფილიყო.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია