"უარს ვმბობ საქართველოს მოქალაქეობაზე" - ჟურნალისტი ოჯახის გადასარჩენად სხვა გზას ვეღარ ხედავს

"უარს ვმბობ საქართველოს მოქალაქეობაზე" - ჟურნალისტი ოჯახის გადასარჩენად სხვა გზას ვეღარ ხედავს

"უარს ვამბობ საქართველოს მოქალაქეობაზე. ჩავბარდები ნებისმიერ ქვეყანას ჩემი მეუღლე ფერეიდნელი ქართველი, არც საპატრიარქოს ყურადღებას იმსახურებს, არადა, თუ ვინმეს ჭირდება ეკლესიის თანადგომა, პატრიარქის ლოცვა-კურთხევა, მათგან ერთ-ერთი ჩვენი ოჯახია"... ეს სიტყვები ჟურნალისტმა ნათია ნოდიამ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა... ვითარების გასარკვევად ნათიას დავუკავშირდით.

- ნათია, იქნებ, მოგვიყვე რამ მიგიყვანა ასეთ უკიდურეს გადაწყვეტილებამდე?

- მე მიყვარს ჩემი სამშობლო, მიყვარს საქართველო. ვიცი, ძალიან გამიჭირდება ემიგრანტობა, მაგრა ჩემი ოჯახის გადასარჩენ სხვა გზას ვეღარ ვხედავ. დედა ვარ, შვილების მომავლისთვის უნდა ვიბრძოლო. ქვეყნაში არაფერი იცვლება, ადამიანებს კვლავაც უკიდურეს გაჭირვებაში გვიწევს ცხოვრება და საშველი არ ჩანს. ასევე მიყვარს ჩემი მრწამსი, თავს გავწივარ მართლმადიდებლობისთვის, ოღონდ არ მინდა ჭეშმარიტი მამები "ტაბურეტიანებმა" დაჩაგრონ და დაჩრდილონ. დიდ პატივს ვცემ პატრიარქს, მე მხოლოდ ცოტაოდენ ყურადღებას ვითხოვ. ეს სიტყვები ჩვენი ხელისუფლების უუნარობამ დამაწერინა

შეიძლება ითქვას, რომ ირანიდან სარწმუნოებრივ ნიადაგზე ვართ დევნილები. აგერ ოთხი წელია, რაც ფერეიდნელ ქართველზე დავქორწინდი. ორი შვილი მყავს - გოგონა 2 წლისაა, ვაჟი კი 10 თვის. ვინაიდან ქრისტიანზე დაქორწინდა, ჩემს ქმარს ფერეიდანში ქონების კუთვნილ წილს არ აძლევენ, არ გვიფორმებენ ჩვენს სახლს, რომ გავყიდოთ მაინც... არათუ გვეხმარებიან, პირიქით, ახლობლები მეუღლეს აყვედრიან - რატომ წახვედი, რატომ გვიღალატეო? დარეკვითაც კი არ გვკითხულობენ. მათი იმედი დიდ ხანს მქონდა. მერე თანდათან ლოგიკურად ჩამოყალიბდა სურათი, რომ მათ რძლად არ მივაჩნივარ. არ გრძნობენ პასუხისმგებლობას ჩემი შვილების მიმართ. ზუსტად ვიცი, ჩემი სარწმუნოების გამო ხდება ეს, არაერთხელ წამოსცდენიათ, რომ "ურჯულო" ვარ. ჩემი ქმარიც ამ მიზეზით მოიკვეთეს.

- მეუღლე საქართველოში რას საქმიანობს?

- მეუღლე ამჟამად უმუშევარია. ერთ-ერთ ირანულ კომპანიაში თარჯიმნად მუშაობდა, მაგრამ ყურის ოპერაციის შედეგად დაკარგა სმენა და შესაბამისად, სამსახურიც. ფერეიდნელები გამოირჩევიან შრომისმოყვარეობით და სცადა ფიზიკური ემუშავა, მაგრამ ესეც ვერ შეძლო. წლების წინ, ირანში კისტა ამოაჭრეს ფილტვზე, რის გამოც ფიზიკურ დატვირთვას ფილტვები ვერ უძლებს. ოჯახში მხოლოდ ვარ შრომისუნარიანი. ერთ-ერთ გაზეთში შტატგარეშე კორესპონდენტად ვმუშაობ, თუმცა მიზერულ ანაზღაურებას ვიღებ. უმადური არ ვარ და ამ რედაქციისთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, თუმცა ამ თანხით ერთი კვირის სარჩოსაც ვერ ვყიდულობთ. წარჩინებით დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგისტრანტი ვარ. ვცხოვრობ სხვის ბინაში. რამდენიმე თვეა უკვე ვერ ვიხდი ქირას, იძულებული გავხდი ახლობლის ბინაში გადავსულიყავი, თუმცა მისი დაცლაც მალე მომიწევს. არ გვაძლევენ სოციალურ შემწეობას. ისიც არ ვიცი, დაგვინიშავენ თუ არა მეუღლის კუთვნილ პენსიას. ორმაგი მოქალაქეა და ირანიდან ითხოვენ ცნობას, არიქა, იქ ხომ არ იღებს შემწეობასო. განაგრძეთ კითხვა

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ მესამე ტალღის პიკი გადავლილია" - ამირან გამყრელიძე

"ამ ასაკის პაციენტები ასე არ მძიმდებოდნენ, მძიმდებიან უფრო ადრეულ პერიოდში - მე-3, მე-5 დღეს" - მარინა ენდელაძის თქმით, ახალგაზრდებში კოვიდის გავრცელებამ მოიმატა

როდის რომელ ვაქცინას მიიღებს საქართველო - ამირან გამყრელიძე ივნის-ივლისში დაგეგმილ სიახლეებზე