რამდენი ქალი და მამაკაცი მძღოლი შეემატა საქართველოს 2013-2014 წელს - ოფიციალური სტატისტიკა

რამდენი ქალი და მამაკაცი მძღოლი შეემატა საქართველოს 2013-2014 წელს - ოფიციალური სტატისტიკა

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტში არსებული ინფორმაციის მიხედვით, 2014 წლის 10 ნოემბრის მდგომარეობით, აღრიცხული მონაცემების თანახმად, საქართველოში 2013  წელს 65 931, ხოლო 2014 წლის 3 ნოემბრის მდგომარეობით - 60 015 პირველადი მართვის მოწმობა გაიცა, მათ შორის:

2013 წელს 43 219 მართვის მოწმობა გაიცა მამაკაცზე, ხოლო 22 474 - ქალზე;

რაც შეეხება 2014 წელს, მართვის მოწმობა 36 559-მა მამაკაცმა და 25 213-მა ქალმა აიღო.

დაკლიკეთ და ნახეთ ინფოგრაფიკა

მაღალ ხარისხში მთლიან ეკრანზე

Adami

როგორც 2013, ასევე 2014 წელსაც, ორივე სქესის შემთხვევაში პირველადი მართვის მოწმობის აღებისათვის მინიმალური ასაკი არის 17 წელი.

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, ქალთა მიერ, ძირითადად, "B" კატეგორიის მართვის მოწმობის აღება ხდება.

2013 წელს პრაქტიკული გამოცდა პირველივე ცდაზე წარმატებით ჩააბარა მამაკაცების ოცდახუთმა პროცენტმა და ქალების თხუთმეტმა პროცენტმა, ხოლო 2014 წელს - მამაკაცების ოცდაშვიდმა და ქალების ჩვიდმეტმა პროცენტმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია