"უარს ვმბობ საქართველოს მოქალაქეობაზე" - ჟურნალისტი ოჯახის გადასარჩენად რადიკალურ ზომებს მიმართავს

"უარს ვმბობ საქართველოს მოქალაქეობაზე" - ჟურნალისტი ოჯახის გადასარჩენად რადიკალურ ზომებს მიმართავს

"უარს ვამბობ საქართველოს მოქალაქეობაზე. ჩავბარდები ნებისმიერ ქვეყანას ჩემი მეუღლე ფერეიდნელი ქართველი, არც საპატრიარქოს ყურადღებას იმსახურებს, არადა, თუ ვინმეს ჭირდება ეკლესიის თანადგომა, პატრიარქის ლოცვა-კურთხევა, მათგან ერთ-ერთი ჩვენი ოჯახია", - ეს სიტყვები ჟურნალისტმა ნათია ნოდიამ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა... ვითარების გასარკვევად ნათიას დავუკავშირდით.

- ნათია, იქნებ, მოგვიყვე რამ მიგიყვანა ასეთ უკიდურეს გადაწყვეტილებამდე?

- მე მიყვარს ჩემი სამშობლო, მიყვარს საქართველო. ვიცი, ძალიან გამიჭირდება ემიგრანტობა, მაგრამ ჩემი ოჯახის გადასარჩენ სხვა გზას ვეღარ ვხედავ. დედა ვარ, შვილების მომავლისთვის უნდა ვიბრძოლო. ქვეყნაში არაფერი იცვლება, ადამიანებს კვლავაც უკიდურეს გაჭირვებაში გვიწევს ცხოვრება და საშველი არ ჩანს. ასევე მიყვარს ჩემი მრწამსი, თავს გავწივარ მართლმადიდებლობისთვის, ოღონდ არ მინდა ჭეშმარიტი მამები "ტაბურეტიანებმა" დაჩაგრონ და დაჩრდილონ.

დიდ პატივს ვცემ პატრიარქს, მე მხოლოდ ცოტაოდენ ყურადღებას ვითხოვ. ეს სიტყვები ჩვენი ხელისუფლების უუნარობამ დამაწერინა

შეიძლება ითქვას, რომ ირანიდან სარწმუნოებრივ ნიადაგზე ვართ დევნილები. აგერ ოთხი წელია, რაც ფერეიდნელ ქართველზე დავქორწინდი. ორი შვილი მყავს - გოგონა 2 წლისაა, ვაჟი კი 10 თვის. ვინაიდან ქრისტიანზე დაქორწინდა, ჩემს ქმარს ფერეიდანში ქონების კუთვნილ წილს არ აძლევენ, არ გვიფორმებენ ჩვენს სახლს, რომ გავყიდოთ მაინც... არათუ გვეხმარებიან, პირიქით, ახლობლები მეუღლეს აყვედრიან - რატომ წახვედი, რატომ გვიღალატეო? დარეკვითაც კი არ გვკითხულობენ. მათი იმედი დიდ ხანს მქონდა. მერე თანდათან ლოგიკურად ჩამოყალიბდა სურათი, რომ მათ რძლად არ მივაჩნივარ.

არ გრძნობენ პასუხისმგებლობას ჩემი შვილების მიმართ. ზუსტად ვიცი, ჩემი სარწმუნოების გამო ხდება ეს, არაერთხელ წამოსცდენიათ, რომ "ურჯულო" ვარ. ჩემი ქმარიც ამ მიზეზით მოიკვეთეს.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია