რუსული რუბლის დამღუპველი გავლენა ქართულ ბიზნესზე - "ურთულეს სიტუაციაში აღმოვჩნდით!"

რუსული რუბლის დამღუპველი გავლენა ქართულ ბიზნესზე - "ურთულეს სიტუაციაში აღმოვჩნდით!"

რუსეთში მიმდინარე მოვლენებმა უკვე სისტემური ეკონომიკური კრიზისის სახე მიიღო - დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა რუსეთის ეკონომიკის ზრდის შეჩერება გამოიწვია, ქვეყანაში ინვესტიციების რაოდენობა შემცირდა, სამაგიეროდ, გაიზარდა ინფლაციის დონე, რუსული რუბლი 1998 წლიდან მოყოლებული, ასეთ დაბალ ზღვარზე არ ყოფილა. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ვარდნამ დიდი დარტყმა მიაყენა რუსულ ფულს, რაც შეეხება სანქციების შედეგად მიღებულ ზიანს, ეს რუსეთს მილიარდობით დოლარი უჯდება. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს კრიზისი ჩვენს ეკონომიკაზეც ახდენს გავლენას და უარყოფითად აისახება იმ კომპანიების საქმიანობაზე, რომლებიც რუსეთში ექსპორტს ახორციელებენ. პირველ რიგში, ეს ღვინის კომპანიებს ეხება.

როგორც "დუგლაძეების ღვინის კომპანიის" გენერალური დირექტორი ზაზა დუგლაძე ამბობს, ქართული ღვინის ინდუსტრიაში საკმაოდ რთული სიტუაცია შეიქმნა.

ზაზა დუგლაძე: ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს: რუსეთის ბაზარზე იმის მეოთხედი პროდუქცია ძლივს გადის, რაც ამ ცოტა ხნის წინ საქართველოდან გადიოდა. რუსეთში მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობაც შემცირდა და რუბლის კურსიც იმდენად გაუფასურდა, რომ მოგებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. საერთოდ, ბიზნესი იმიტომ არსებობს, რომ ყველა ქვეყანასთან დაამყაროს ურთიერთობა, მაგრამ რუსულ ბაზარს ჩვენს სფეროში ძალიან დიდი ადგილი უკავია, რადგან რუსეთი ქართული ღვინის ძირითადი მომხმარებელია. თანაც, ეს ქვეყანა ახლოსაა და იქ პროდუქციის გატანაც იაფი გვიჯდება, ტრანსპორტირებაც და სხვა ხარჯებიც. ახლა ბევრს საუბრობენ ალტერნატიულ ბაზრებზე, მაგრამ რეალობას თვალებში უნდა შევხედოთ - ევროპული ბაზარი უკვე დანაწილებულია, ავიღოთ თუნდაც ავსტრალია, რომელსაც ერთ-ერთ ალტერნატივად განიხილავენ: ეს ღვინის ქვეყანაა, ავსტრალიელები ღვინით მთელ მსოფლიოს ამარაგებენ და როგორ გინდა იქ ქართული ღვინო გაყიდო? რეალობა ესაა, თორემ ღვინოს 12 ქვეყანაში მეც ვყიდი, მაგრამ ეს ჩემი ბიზნესის 12 პროცენტია, დანარჩენ 82 პროცენტს რა ვუშველოთ? ჩვენი კომპანიის მარკეტინგი მუდმივად მუშაობს იმაზე, რომ საექსპორტო არეალი გაფართოვდეს, ამ მხრივ ჩინეთია საინტერესო ქვეყანა, ინდოეთზეც სერიოზული მუშაობა მიდის, მაგრამ ეს საერთო სურათს ვერ ცვლის.

ზაზა დუგლაძის თქმით, შეიძლება რომელიმე კომპანიას უკეთესი მდგომარეობა ჰქონდეს, მაგრამ ამ სფეროში მაინც რთული სიტუაციაა...

სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია