ეგზორცისტი თუ აფერა ღვთის სახელით? - "თქვენი ულოცველობით კავკასიონი ჩამოინგრა და ვულკანებიც ამოხეთქავს"

ეგზორცისტი თუ აფერა ღვთის სახელით? - "თქვენი ულოცველობით კავკასიონი ჩამოინგრა და ვულკანებიც ამოხეთქავს"

გუშინ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში თომა ბეთანელი ჰყავდათ სტუმრად, რომელიც მიიჩნევს, რომ ეგზორცისტია და ადამიანის სხეულიდან ეშმაკის განდევნა შეუძლია, თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ ის უბრალოდ, თვითმარქვიაა. ჩვენ დავუკავშირდით მას და კომენტარი ვთხოვეთ:

- პირველ რიგში ნიკოლოზობას გილოცავთ ყველას. გუშინ ტელევიზიით რომ გამოვედი, ყველამ ნახა. კარგი კაცი ყოფილა გია ჯაჯანიძე, ლაპარაკის საშუალება მომცა. რა უნდა ამ ხალხს ჩემგან, გამაგებინეთ?! რატომ ეჭიდავებით უფალს?! მე მართლა გამოვდევნე ეშმაკი ახალგაზრდა ბიჭის სხეულიდან, წარმოიდგინეთ იმ ტაძრის წინამძღვარი, სადაც ეს გავაკეთე, დაიმალა, ისე შეეშინდა.

- რატომ ყვირით განდევნის დროს? ეშმაკს ხომ ყველაზე მეტად სიმშვიდის ეშინია?

- უფლის განგებას ვინ გაიგებს. არ ვიცი, რატომ ვყვირი. ხალხს ნუ დააბრკოლებთ. ხალხს ნუგეში სჭირდება. მე ეს ეშმაკი რომ გავდევნე, მერე ბალახის ნაყენებს ვსვამდი, რომ ძალა აღმედგინა, უმძიმესი იყო ამის გაკეთება, გამომფიტა. კიბოთი და ლეიკემიით დაავადებულებსაც ვკურნავ. მე კვეთებულის წაკითხვაც ვიცი. ყველა მე რატომ მეჩხუბებით? მდევნეთ და იყავით.

- ვისგან გაქვთ კურთხევა, კვეთებულს რომ კითხულობთ?

- მე მეუფე ათანასეს შემოსილი ვარ. მე მეუფე იობსაც ვიცნობ.

- შესაძლოა, მეუფე იობს მეც ვიცნობ, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, მეც წავიკითხო კვეთებულის ლოცვა?

- მე მაქვს კურთხევა, მეუფე ათანასე ჩახვაშვილმა შემმოსა, რომელიც სიონის საკათედრო ტაძარშია დაკრძალული. მე საბუთებსაც გაჩვენებთ, რომ მართლაც მაკურთხეს სასულიერო პირად.

- თქვენ იმასაც ამბობდით ხოლმე, რომ მეუფე იობმა შეგმოსათ, მაგრამ ესეც ტყულია...

- მე მეუფე იობმა ჩოხა მაჩუქა, რა გინდათ ჩემგან, თქვე დამპლებო?! რატომ ატყუებთ ამ ხალხს და რატომ აბრკოლებთ?! ბოდიში და, სულ ფეხებზე მკიდია, რას ილაპარაკებთ; მე მინდა ჩემ ქვეყანას ეშველოს. მე მინდა უფლის გზა. მე 20 წელი ვკითხულობდი ბიბლიას. მე რა მქვია, ამ კითხვას სულ ვუსვამ ჩემ თავს და თქვენც დაუსვით.

- სასულიერო პირები თვითმარქვიად რატომ გთვლიან?

- აბა საბუთი საიდან მაქვს, თუ თვითმარქვია ვარ?! ვისაც უნდა მოვიდეს ჩემთან და ვაჩვენებ საბუთს. უფალ იესო ქრისტესაც ეწინააღმდეგებოდნენ და მე ნაგავი და ჭუჭყი მქვია. ხალხს ნუ აბრკოლებთ-მეთქი, მითქვამს თქვენთვის. თქვენი ულოცველობით კავკასიონი ჩამოინგრა და ვულკანებიც ამოხეთქავს, ერი დაღუპვის გზაზე დგას. ჯაჯანიძესთან გადაცემაში მამა თეოდორე გიგნაძეც ხომ იყო და ეგეც გაჩუმებული მისმენდა, რადგან თვალებში შევხედე.

- თქვენ ძალიან ხშირად წყევლით ხალხს. რატომ?

- მე ხალხს ვლოცავ, უფლის მოწინააღმდეგეებს ვწყევლი: სუკის აგენტებს, გეებს, ჩინელებს, ამათ წინააღმდეგ ყველა უნდა აღვსდგეთ.

- რატომ წყევლით, არ ჯობს დალოცოთ და ეკლესიის წიაღში დააბრუოთ?

- რა გინდათ, ჯალ-ალ-ედინი დავლოცო? მან ბევრი ხალხი დახოცა და სიონი წაბილწა, გინდათ დავლოცო?! უფლის მოღალატენი უკინითი-უკუნისამდე იყვნენ დაწყევლილნი. ეგენი სატანის შვილები არიან. მთელი მასონები ხომ სამებიდან გაასვენეთ და არ გრცხვენიათ?! ერი განსაცდელშია, გონზე მოდით, თორემ მერე გვიან იქნება.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ამავე თემაზე:

კვეთებულის ლოცვა, ანუ როდესაც მოძღვარი სატანას ელაპარაკება

- ეშმაკის განდევნის რიტუალი, რომელმაც საზოგადოება შოკში ჩააგდო +VIDEO

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1-ლი პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა - რა წერია WHO-ს ვებგვერდზე

"ერთი თვეა დარჩენილი და გვაქვს დრო რაღაც-რაღაცები განვიხილოთ" - შევა თუ არა ცვლილებები სააღდგომო მსახურებაში?

მეუფე შიო - ყველა სნეულება, ყველა მწარე წამალი, მწარე გაკვეთილი, რაც ცხოვრებაში გვხვდება, უფლის ნებით ხდება ან უფლის დაშვებით