რას ფიქრობენ ჩვენში პირველი ქალბატონებისა და პოლიტიკოსი ქალების ჩაცმულობაზე

რას ფიქრობენ ჩვენში პირველი ქალბატონებისა და პოლიტიკოსი ქალების ჩაცმულობაზე

ჩვენშიც და უცხოეთშიც, ის, ვინც საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირადაა, როგორც წესი, მუდმივი განსჯის ობიექტიც არის. განიხილავენ მის საზოგადო თუ პირად ცხოვრებას, ჩაცმულობას, ვარცხნილობას და ა.შ. საქართველოში პუბლიკა კიდევ უფრო კრიტიკულია ხოლმე და ინტერესის ობიექტს მკაცრ შეფასებებსაც არ აკლებს. პოლიტიკოსი ქალბატონები თუ პოლიტიკოსთა ცოლები საზოგადოების ყურადღებას განსაკუთრებულად იქცევენ, ხშირად განხილვის თემა მათი ჩაცმულობა, ვარცხნილობა და მაკიაჟიც კია... ამჯერად ტელე-რადიო წამყვანი გიორგი ნაზღაიძე, რომელმაც დიზაინერობაც სცადა, მათი ჩაცმულობის სტილს შეაფასებს.

ჩვენი საუბარი საქართველოს პირველ ქალბატონების ჩაცმულობის მიმოხილვით დაიწყო.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი პირველი ლედი მანანა არჩვაძე-გამსახურდია გახლდათ, მან ეს სტატუსი 1991 წელს მიიღო, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გახდა. ქალბატონი მანანა, ნამდვილად გამორჩეული გარეგნობის ქალბატონია, როგორც ამბობენ, ახლაგაზრდობისას ის ისეთი მომხიბლავი იყო, რომ მოდელობაც კი შესთავაზეს. გიორგი ნაზღაიძე მის ჩაცმულობას ზედმეტად კონსერვატულად მიიჩნევს: "ვის არ დაღუპვია მეუღლე, მაგრამ არავინ ჩაყოლია საფლავში. ცოტათი მარაზმი მგონია შავი სამოსის ასე გაუხდელად ტარება. გარეგნობა ნამდვილად აქვს ისეთი, რომ ბევრი რამ შეიძლება მოუხდეს. ვერ ვიტყვი, რომ ცუდად აცვია, არც შავი ფერია ცუდი, მაგრამ შეეძლო ჩაეცვა სხვა ფერის სამოსიც. არ ვამბობ, რომ ჭრელი ფერებით მორთვა აუცილებელია, მაგრამ გარდირობის გამრავალფეროვნება ნამდვილად არ აწყენდა. შავი შეიძლება გეცვას, როგორც ქვრივ ქალს, მაგრამ უფრო დახვეწილადაც შეიძლება ჩაცმა."

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია