გიორგი გურგულია მეოთხედ დაოჯახდა - ''ექვსი თვით არის პატარა ჩემს შვილზე...''

გიორგი გურგულია მეოთხედ დაოჯახდა - ''ექვსი თვით არის პატარა ჩემს შვილზე...''

მსახიობი, გიორგი გურგულია მეოთხედ დაოჯახდა. მისი რჩეული 30 წლის ლარისა გიგაურია. ამ ზაფხულს მსახიობმა ჩვენთან ინტერვიუში სწორედ ამ გოგონაზე ილაპარაკა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

- დღესაც შეყვარებული ვარ, მაგრამ ცოლისთვის მზად არ ვარ. დავიღალე. 27 წელიწადია, ცოლიანი ვარ. 18 წლიდან ცოლი მყავდა. სულ იმის ფიქრში ხარ, რა სჭირდება ცოლს, ოჯახს, სახლში დროზე უნდა მიხვიდე. აღარ მინდა, დასვენება მჭირდება.

- შენი სიყვარულის ობიექტი შეგუებულია ამას?

- მთლად ასეც არ არის საქმე. დროდადრო არის ამაზე ლაპარაკი, მეუბნება, შენ შვილები გყავს, რა გენაღვლებაო.

- თავად არ ჰყავს შვილები?

- არა, ექვსი თვით არის პატარა ჩემს შვილზე. 29 წლის ხდება ახლა. მე აგვისტოში 50 წლის გავხდები.

- როგორ გაიცანით ერთმანეთი?

- მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ კლუბში ვიყავი. მოვიდა, ადგილი არ იყო და უკან მიდიოდა, გარეთ ტაქსი ელოდებოდა. მე მეგობარს ვაცილებდი. სად მიდიხარ-მეთქი, ვკითხე და გავუღიმე. მანაც გამიღიმა, არსადო, მიპასუხა, ტაქსი გაუშვა და დარჩა. მას მერე ერთად მოვდივართ, უკვე წელიწადი ხდება.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია