მეტეხის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

მეტეხის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

მეტეხის გვირაბში კვლევითი სამუშაოების გამო დღეს, 24:00 სათიდან 25 დეკემბრის ჩათვლით საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, კვლევითი სამუშაოებისთვის მეტეხის გვირაბის თითო მხარე 3-3 დღით დაიკეტება. კვლევით სამუშაოებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული ხიდსაცდელი ცენტრი ჩაატარებს.

მერიის ინფორმაციით, ჩატარდება აზომვითი სამუშაოები, მოხდება გვირაბის გარშემო სიცარიელეების, ნაგებობის მდგრადობის, ბეტონის ვარგისიანობის შემოწმება და შიდა კომუნიკაციების მდგომარეობის შესწავლა.

"ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, შედეგებიდან გამომდინარე, დაისახება შემდგომი სამოქმედო გეგმა. სამუშაოები სპეციალური პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლითაც ხდება 20 ხიდისა და 1 გვირაბის კვლევა, თუ რა მდგომარეობაშია ნაგებობები, რა სამუშაოები და თანხებია საჭირო მათი ნორმალური ექსპლუატაციისთვის", _ აცხადებენ მერიაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია