მშვიდობის თემატიკაზე მარიამ გედენიძის მიერ შექმნილი პლაკატი "თბილისი მოლს" ამშვენებს

მშვიდობის თემატიკაზე მარიამ გედენიძის მიერ შექმნილი პლაკატი "თბილისი მოლს" ამშვენებს

"თბილისი მოლს" აქცია-კონკურსში გამარჯვებული მარიამ გედენიძის მიერ შექმნილი პლაკატი ამშვენებს. აქცია-კონკურსი "არა ომს" კომპანია "რაკია ჯგუფმა" ჟურნალისტების შვილებისთვის 14 სექტემბერს ჩაატარა და გამარჯვებული მარიამ გედენიძე გახდა, რომელიც "ინტერპრესნიუსის" თანამშრომლების, ირაკლი და ნათია გედენიძეების ქალიშვილია.

კომპანიამ მარიამ გედენიძის ნახატის საფუძველზე დამზადებული პლაკატი "თბილისი მოლის" ცენტრალურ ფასადზე დღეს გამოფინა. "ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ნახატი, სადაც მოკლე ხანში გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება ომის თემაზე, დღეს უკვე "თბილისი მოლის" კედელზეა", _ განაცხადა მარიამ გედენიძემ.

"რაკია ჯგუფის" ორგანიზებით, "თბილისი მოლში" გამართულ აქცია-კონკურსში "არა ომს" 50-მდე ბავშვი მონაწილეობდა. კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ზალიკო სულაკაური იყო. ჟიურის წევრები იყვნენ: ინგა გრიგოლია, ნინო ჯანგირაშვილი, ანრი ჯოხაძე. კონკურსის თანახმად, ჟურნალისტების შვილებს ომთან დაკავშირებით თავისი ემოცია 10 წუთში კედელზე ხატვით უნდა გამოეხატათ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია