ნიკა ნატროშვილის დედის საგანგებო მიმართვა: "ქუჩაში თავდაწეული დავდივარ, რომ არ შემხედონ სახეზე"

ნიკა ნატროშვილის დედის საგანგებო მიმართვა: "ქუჩაში თავდაწეული დავდივარ, რომ არ შემხედონ სახეზე"

"უღმერის მადლობა ყველას და კიდევ ერთხელ უნდა მოგიხადოთ ბოდიში. მე ავაწრიალე ასი ათასობით ადამიანი, შევაწუხე ყველა. ამის გამო მრცხვენია და მეუხრეხულება; ქუჩაში დავდივარ თავდაწეული, რომ არ შემხედონ სახეზე.

უღრმესი მადლობა ყველას, ხალხნო. ნიკას მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ ჩაატარონ კონცერტი-აქცია, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ჩვენი მომღერლები და მუსიკოსები. ყველას წინასწარ უღრმესი მადლობა.

ახალ წლების შემდეგ უკვე ჩემი მეგობრები აპირებენ დიდი ღონისძიების ჩატარებას სპორტის სასახლეში, ალბათ კიდევ ერთხელ შეგაწუხებთ, თუ მობრძანდებით ამ კონცერტზე, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, შვილები გიმყოფოთ ჯანმრთელად, რადგან ამაზე ძვირფასი არაფერი არ არის ამქვეყნად და არც ამაზე მტკივნეული, როცა შვილს რაღაც საფრთხე ემუქრება. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა", - ასე მიმართა გადაცემა "რეაქციაში" ნიკა ნატროშვილის დედამ მოსახლეობას.

20 დეკემბერს 8 საათზე კლუბ "ტრიუმფში" ნიკა ნატროშვილის მეგობრები მის გადასარჩენად აქცია-კონცერტს გამართავენ. მხარდასაჭერ კონცერტზე ბილეთის ღირებულება 15 ლარია. ღონისძიება სოციალური ქსელით დაიგეგმა. "ფეისბუქში" გახსნილია გვერდი სახელწოდებით "ერთად გადავარჩინოთ ნიკუშას სიცოცხლე".

შეგახსენებთ, რომ მეგობრებისგან განწირული 24 წლის ნიკუშას შესახებ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივლისში გახდა ცნობილი. მას კიკეთში მეგობარმა ავტომატის ჯერი დაახალა და მიიმალა. ის იყო, თვითმხილველებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, რომ გზაზე მანქანა შენიშნეს და დახმარება ითხოვეს. მძღოლმა დაჭრილი მაშინვე თავის მანქანაში გადაიყვანა და თბილისისკენ დიდი სიჩქარით დაიძრა. წყნეთის გზაზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემოხვდათ და დაჭრილი მანქანაში გადაიყვანეს. როგორც ექიმები ამბობენ, რომ არა ოპერატიულობა, შესაძლოა, ნიკა დაღუპულიყო.

იხილეთ მუსიკოსების სია, რომლებიც საქველმოქმედო კონცერტში მიიღებენ მონაწილეობას

იხილეთ ვიდეო: "ისე მრცხვენია... შევაწუხე ყველა" - ნიკუშა ნატროშვილის დედის ემოციური მიმართვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია