ალეკო არავის სიტყვით არ წასულა უკრაინაში, ის ერის გმირია - გარდაცვლილის მეუღლე

ალეკო არავის სიტყვით არ წასულა უკრაინაში, ის ერის გმირია - გარდაცვლილის მეუღლე

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის მეუღლის, ქრისტინე სვანაძის განცხადებით, მისი მეუღლე უკრაინაში არავის სიტყვით არ წასულა. როგორც ქრისტინე სვანაძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მეუღლე მთელი ერის გმირია.

"ალეკო არავის სიტყვით არ წასულა უკრაინაში, როგორც დღეს ამაზე საუბრობდნენ, რაც სამწუხაროა. ალეკო წავიდა იმის გამო, რომ ჩვენ და უკრაინას ერთი საერთო მტერი გვყავს. მეოთხე ომია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო", - განაცხადა გარდაცვლილის მეუღლემ.

მისივე განცხდებით, მას თავდაცვის სამინისტროდან არავინ დაკავშირებია.

"მამას თუ დაუკავშირდნენ არ ვიცი. გადმოსვენების ხარჯები უკრაინამ დაფარა. დასაფლავების ხარჯებს კი ოჯახი გაიღებს. ჩვენთან სახელმწიფოს მხრიდან კონტაქტზე არავინ გამოსულა", - განაცხადა მეუღლემ.

მისივე ინფორმაციით, ალექსანდრე გრიგოლაშვილს სავარაუდოდ ქაშვეთის ეკლესიაში დაასვენებენ და იქიდან მოხდება შემდეგ მისი ქუთაისში გადასვენება.

"გულის უეცარი გაჩერებით გარდაიცვალა" - ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება ლაგოდეხში ინფიცირებული მამაკაცის გარდაცვალებაზე

დავით ხვიბლიანი არ აპირებს უჩივლოს მათ, ვინც გაავრცელა ინფორმაციია, რომ ის ბანკზე თავდამსხმელის თანამზრახველია

"ითქვა, ამ რუკით სომხეთთან ვაგებთო, მაგრამ ეს ტყუილია. ვიგებთ როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან!" - რას ამბობს კარტოგრაფი ე.წ. საზღვრის დადგენის  საქმეზე