უამინდობის გამო, უკრაინაში დაღუპული ალექსანდრე გრიგოლაშვილის საქართველოში ჩამოსვენება ჯერჯერობით ვერ ხერხდება

უამინდობის გამო, უკრაინაში დაღუპული ალექსანდრე გრიგოლაშვილის საქართველოში ჩამოსვენება ჯერჯერობით ვერ ხერხდება

უამინდობის გამო, უკრაინაში დაღუპული ალექსანდრე გრიგოლაშვილის საქართველოში ჩამოსვენება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს , ძლიერი ნისლის გამო, თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, ერევნის აეროპორტში დაეშვა.

"როდის მოხდება ცხედრის გადმოსვენება ზუსტად არ ვიცით", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში. მათივე ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები აეროპორტის შენობაში რჩებიან.

დაღუპული გმირის პატივის მისაგებად თბილისის აეროპორტში უამრავი ადამიანია შეკრებილი. აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან ფოტოს გოგა ხაჩიძე აქვეყნებს.

ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც "აიდარში" იბრძოდა, 18 დეკემბერს დაიღუპა. იგი 32 წლის იყო. გრიგოლაშვილი 2007-2008 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია