რას ყვება უკრაინაში დაღუპული ქართველის თანამებრძოლი - მაინცდამაინც დალხენილი ცხოვრება არ ჰქონდა

რას ყვება უკრაინაში დაღუპული ქართველის თანამებრძოლი - მაინცდამაინც დალხენილი ცხოვრება არ ჰქონდა

უკრაინაში უკვე არაერთი ქართველი იბრძვის. სამწუხაროა, რომ ჩვენს ომებში დაღუპულ ბიჭებთან ერთად, უკვე უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების დატირებაც გვიწევს, თუმცა ისინი, ვინც დღეს უკრაინაში იბრძვიან, ამბობენ, რომ ეს საქართველოსთვის ბრძოლაც არის. უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმდებების დროს, კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა. ალეკო გრიგოლაშვილი, ლუგანსკის ოლქში, ტერორისტებთან შეტაკებაში მაშინ მოჰყვა, როდესაც ისინი საავადმყოფოს დაესხნენ თავს. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ობიექტს მოხალისეები იცავდნენ. როგორც ჩვენთან საუბარში მისი ქართველი თანამებრძოლი აცხადებს, ალეკო ქალაქ სჩასტეში იყო და ადგილობრივებს ინსტრუქტაჟს უტარებდა. შეტაკება, რომლის დროსაც ალეკოსთან ერთად კიდევ ერთი უკრაინელი დაიღუპა, ლამის მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა...

ირაკლი, უკრაინაში მყოფი ქართველი სამხედრო:

- ალეკო ახალი ჩამოსული იყო. ადგილობრივებს თავის გამოცდილებას უზიარებდა. პროფესიით სამხედრო - მე-3 ბრიგადის G2 სერჯანტი იყო. მერე საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან წამოვიდა და უკრაინაში ჩამოვიდა, სადაც სამხედროებს წვრთნიდა. აქაურებისთვის გამოცდილება ძალიან ბევრს ნიშნავს... უკრაინული ბატალიონის "აიდარის" წევრი იყო... ძალიან დამწყდა გული, როდესაც ადამიანი ომში მიდის, თანაც ბრძოლის წინა ხაზზეა, იმაზეც ფიქრობს, რომ შეიძლება ტყვია მასაც მოხვდეს. სიკვდილზე ყველას გვაქვს ნაფიქრი. თუმცა, მაინც ძნელია, როდესაც მეგობარს კარგავ.

მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ასეთ თემებზე სამხედროები არ ვლაპარაკობთ, მით უფრო, რომ ალეკო ახალი ჩამოსული იყო, ალბათ ორი თვე იქნება რაც უკრაინაშია, მაგრამ ბიჭებისგან ვიცი, რომ მაინცდამაინც დალხენილი ცხოვრება არ ჰქონდა, მისი ოჯახი თბილისში ქირით ცხოვრობდა... თავის საქმეში პროფესიონალი იყო, ცუდია, რომ ასებთი ტოვებენ საქართველოს, თუმცა ალეკო, აქ ჩვენს გვერდით, საქართველოსაც იცავდა.

- ლუგანსკის ოლქის იმ ქალაქში, სადაც ალეკო დაიღუპა, ომის წინა ხაზი გადის?

- ახლა აქ ყველგან ლამის წინა ხაზია... ძალიან მძიმე ღამე გვქონდა და საერთოდ, მძიმე დღეები გვაქვს, რადგან მთელი ფრონტის ხაზზე სადაზვერვო დივერსიულ ჯგუფებთან შეტაკებები მუდმივად ხდება. რუსეთი ისევ განაგრძობს სეპარატისტების შეიარაღებასა და დახმარებას.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია